თიბისიმ დეკემბრის მაკროეკონომიკური მიმოხილვა - „როცა გამკაცრება შერბილებას ნიშნავს" გამოაქვეყნა
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:05, 31 Dec, 2019     2595

თიბისიმ 2019 წლის დეკემბრის თვის მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა. მიმოხილვის მიხედვით, მიმდინარე წლის ნოემბერში საგარეო სექტორის გაუმჯობესებას ჰქონდა ადგილი. ამასთან, ლარის გამყარებაში მონეტარულმა პოლიტიკამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ლარში გამკაცრებისა და უცხოურ ვალუტაში შერბილების შედეგად, ოქტომბრის მსგავსად, ნომებერშიც სავალუტო სესხების გაცემა ლარში გაცემას ჭარბობდა. განსხვავებით 2019 წლის პირველი 9 თვისა, როდესაც სესხების ზრდა პრაქტიკულად მთლიანად ლარში იყო. ამასთან, ჯამურად დაკრედიტება არ შემცირებულა, ის აჩქარდა კიდეც და მძლავრ ფისკალურ სტიმულთან და გაუმჯობესებულ საგარეო სექტორთან ერთად ეკონომიკის ზრდაზე მნიშვნელოვანი პოზიტიური ზეგავლენა მოახდინა. ასევე, ლარის დოლარის მიმართ სტაბილურობამ და შემდგომ გამყარებამ, ბიზნეს და სამომხმარებლო განწყობები შედარებით გააუმჯობესა და ეკონომიკის ზრდას დამატებითი სტიმული შესძინა. შედეგად, მე-3 კვარტალში ეკონომიკის ზრდის დაფიქსირებული მნიშვნელოვანი კვარტალური შენელება მოსალოდნელზე ხანმოკლე აღმოჩნდა და ზრდა მკვეთრად აჩქარდა. 2019 წელს ეკონომიკის ზრდამ 5.2% მაინც უნდა შეადგინოს.

თიბისი კვლევების საპროგნოზო მოდელის მიხედვით, 2020 წელს ზრდა დაახლოებით 5%-ით განისაზღვრება, თუმცა საარჩევნო წელთან დაკავშირებული განწყობების გათვალისწინებით, საბაზო სცენარით ეკონომიკის 4.5%-იანი მატებაა ნავარაუდები.

გაცვლით კურსს რაც შეეხება, თიბისი კვლევების შეფასებით, 2020 წლის მეორე ნახევარში ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელთან დასაბრუნებლად, ლარის ეფექტური კურსის არსებული გამყარება მაინც არასაკმარისია და მისი შემდგომი გაძლიერებაა საჭირო. მსოფლიო სასაქონლო ფასებისა და დოლარის მიმართ რეგიონული ვალუტების შედარებითი სტაბილურობის პირობებში, ეს გამყარება ლარის დოლართან კურსის მხრივ დაახლოებით 2.75 ნიშნულამდე დაწევას ნიშნავს.

თიბისი კვლევების დეკემბრის ყოველთვიურ მაკრო მიმოხილვა ხელმისაწვდომია ბმულზე - https://www.tbcresearch.ge/en/Research/monthly-december-2019 .





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42