ვაჟა გაფრინდაშვილმა მადლობის წერილი გამოაქვეყნა
პოლიტიკა - 09:56, 31 Dec, 2019     1271

ვაჟა გაფრინდაშვილი სამადლობელ წერილს ავრცელებს.

"ჩემთვის ძალიან ემოციურია, ვუყურებდე იმ ერთიანობას და ძალისხმევას, რაც თითოეულმა თქვენგანმა გამოიჩინა ჩემი გათავისუფლებისთვის. ასეთმა ერთობამ, ჩემი ამბების გულთან ასე ახლოს მიტანამ განაპირობა ის, რომ დღეს მე ჩემს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ვხვდები ახალ წელს.

გათავისუფლების დღიდან მივიღე უზომოდ დიდი სითბო თითოეული ადამიანისგან, რამაც კიდევ უფრო გამაძლიერა და დამანახა ერთად დგომის მნიშვნელობა.

მინდა, რომ ყველას ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ თანადგომისთვის, მათ შორის და არამხოლოდ:

საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს საპატრიარქოს, საქართველოს სახალხო დამცველს და მასთან არსებულ რელიგიათა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოებს, ასევე სხვადასხვა რელიგიური გაერთიანების წარმომადგენლებს. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, საერთაშორისო წითელ ჯვარს, ექიმთა საზოგადოებას, სპორტსმენებს, ჭიდაობის ფედერაციას, ოს მოჭიდავეებს, ქართულ დიასპორას უცხოეთში, ოპოზიციურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და უფლებადამცველებს, სამოქალაქო აქტივისტებს, მედიის წარმომადგენლებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას, საზოგადოებასთან ურთიერთობის მუშა ჯგუფს, საკომუნიკაციო სააგენტოებს, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს, ბიზნესის წარმომადგენლებს, ჩემს მეგობრებს, კოლეგებსა და ოჯახის წევრებს და უბრალოდ ჩემს გულშემატკივარ ადამიანებს.

მნიშვნელოვნად მიმაჩნია აღვნიშნო, რომ დამდგარი შედეგი ერთობლივი ძალისხმევის დამსახურებაა. ერთიანობა მართლაც დიდი ძალაა ცვლილების განსახორციელებლად.

სწორედ ამიტომ, ჩემთვის სასიხარულო შედეგის მიუხედავად არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ოკუპაცია ჩვენი ქვეყნის უდიდეს პრობლემად რჩება და დაბრკოლებებს უქმნის ათასობით ადამიანს, რომლებიც რუსეთის მიერ კონტროლირებად რეგიონებში ცხოვრობენ.

იმედს ვიტოვებ, უახლოეს მომავალში შესაძლებელი იქნება საქართველოს მოქალაქეებმა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლა შევძლოთ, ყველანაირი მსგავსი გაუგებრობებისა და წინააღმდეგობების გარეშე, რომელიც ჩემს შემთხვევაში 49 დღის განმავლობაში გაგრძელდა.

წინასწარ გილოცავთ შობა-ახალ წელს და გისურვებთ გაერთიანებულ საქართველოში ცხოვრებას! მჯერა ეს დღეც მალე დადგება.

პატივისცემით,ვაჟა გაფრინდაშვილი" - აღნიშნულია წერილში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42