ნათია თურნავა - მიმდინარე წელს ენერგეტიკის სექტორში ძალიან შედეგიანი რეფორმა დავიწყეთ
პოლიტიკა - 18:22, 30 Dec, 2019     760

2019 წლის ეკონომიკური შედგების შეფასებისას, მინდა ხაზგასმით გამოვყო ენერგეტიკის სექტორი და აღვნიშნო, რომ წელს ენერგეტიკის სექტორში რთული, მაგრამ ძალიან შედეგიანი რეფორმა დავიწყეთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტურიზმის 2019 წლის შედეგების პრეზენტაციის შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ენერგეტიკული ბაზარი და შეიქმნა კონკურენტული გარემო.

„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გავუმკლავდით ისეთ გამოწვევებს, რომლებიც ჰიდროსადგურების მშენებლობასთან იყო დაკავშირებული და უკვე 25-მდე ახალი მცირე ჰესის პროექტი იწყება. მაგალითისთვის ვიტყვი, რომ მათ შორისაა ისეთი დიდი ისტორიული პროექტი, როგორიცაა ნამახვანიჰესი", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე განცხადებით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ენერგეტიკის სექტორის რეფორმა ხელს უწყობს მოსახლეობისთვის ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ტარიფების სტაბილურობას.

„თქვენ ხედავთ ამ ფონზე სემეკის გადაწყვეტილებებს - უახლოესი 3 წელი ჩვენ პრობლემა არ გვექნება ამ მიმართულებით, მოსახლეობას შეუძლია მშვიდად იყოს - ელექტროენერგიის და გაზის ტარიფები მართვადია", -აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42