სანქცია ივანიშვილზე კლიპის გამო - კომუნიკაციების კომისიამ "მთავარი არხს" ოლიგარქზე გაშვებული რეკლამის ეთერიდან მოხსნა მოსთხოვა
პოლიტიკა - 17:27, 30 Dec, 2019     1644

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) ინფორმაციით, „მთავარი არხი“ წერილობით გააფრთხილეს და “არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამების ეთერიდან მოხსნა მოითხოვეს”.

საუბარია „მთავარი არხის“ ეთერში ბიძინა ივანიშვილზე გაშვებულ ვიდეორგოლზე, რაზეც GNCC ამტკიცებს, რომ არხს პოლიტიკური რეკლამის ეთერში გაშვების უფლება მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში შეუძლია.

"კომუნიკაციების კომისიამ საჯარო სხდომაზე იმსჯელა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და დაადგინა, რომ ,,მთავარმა არხმა“ თავის ეთერში განათავსა და გაავრცელა რეკლამა, რომელშიც დარღვეულია გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ ,,მთავარ არხს“ საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ დარღვევის გამო, წერილობით გააფრთხილა და აღნიშნული ვიდეორგოლების ბადიდან დაუყოვნებლივ ამოღება დაავალდებულა.

არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის განთავსების საკითხი, როგორც მაუწყებლების, ასევე რიგი პოლიტიკური პარტიების მხრიდან დავის საგანი არაერთხელ გამხდარა. კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მაუწყებლებმა სასამართლოშიც გაასაჩივრეს, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლომ კომისიის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. გარდა ამისა, 2019 წელს არაწინასაარჩევნო პერიოდში წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის დაშვების მიზნით, “პატრიოტთა ალიანსის“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივა მომზადდა, რომელსაც საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა,”-წერია GNCC-ის განცხადებაში.

“მთავარი არხის” იურისტი თამთა მურადაშვილი GNCC-ის გადაწყვეტილებას ცენზურად აფასებს და აცხადებს, რომ ეს პოლიტიკური რეკლამა არ არის და კანონი მსგავსი კლიპის გაშვებას არ კრძალავს.

“ცხადია, ეს პირდაპირი ცენზურაა. გასცდა კომისია საკუთარ უფლებამოსილებას, მათ არ აქვთ აზრის გამოხატვისა და მით უმეტეს პოლიტიკური აზრის გამოხატვის შეზღუდვის უფლება. ეს არხის სარედაქციო პოლიტიკით შექმნილი კლიპები იყო და არა პოლიტიკური რეკლამა. მუხლების მითითება საერთოდ ვერ შეძლეს, რადგან კანონი მსგავსი კლიპების გაშვებას არ კრძალავს, შესაბამისად, უკანონო გადაწყვეტილებაა. ცხადია ამას სასამართლოში გავასაჩივრებთ, თუმცა სასამართლოც ამ ხელისუფლების არის და მათი იმედი არ გვაქვს,” – ამბობს მურადაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42