რას გთავაზობთ ნეიროქირურგიის დეპარტამენტი?
კლინიკაში ყოველდღე ტარდება ყველა სირთულის ნეიროქირურგიული ჩარევა.
ნეიროქირურგებმა განათლება და სამუშაო გამოცდილება მიიღეს ევროპის წამყვან უნივერსიტეტებსა და ნეიროქირურგიულ სამკურნალო ცენტრებში, მონაწილეობენ როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო კონფერენციებში.
აღსანიშნავია, რომ დეპარტამენტი სარგებლობს საერთაშორისო მხარდაჭერით და ამ მიზნით, ქირურგიის ეროვნული ცენტრის ნეიროქირურგები და უცხოელი კოლეგა/პროფესორები ინტენსიურად მონაწილეობენ ერთობლივ კონსილიუმებში.
კლინიკას ხშირად სტუმრობენ ევროპასა და აშშ-ში მოღვაწე, ნეიროქირურგიაში ცნობილი და გავლენიანი ექსპერტები.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის ნეიროქირურგიის დეპარტამენტი გთავაზობთ მკურნალობას თანამედროვე მეთოდებითქირურგიის ეროვნული ცენტრის ნეიროქირურგები ნებისმიერი სირთულის ნეიროქირურგიულ პათოლოგიას მკურნალობენ თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად.
რას გთავაზობთ ნეიროქირურგიის დეპარტამენტი?
კლინიკაში ყოველდღე ტარდება ყველა სირთულის ნეიროქირურგიული ჩარევა.
ნეიროქირურგებმა განათლება და სამუშაო გამოცდილება მიიღეს ევროპის წამყვან უნივერსიტეტებსა და ნეიროქირურგიულ სამკურნალო ცენტრებში, მონაწილეობენ როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო კონფერენციებში.
აღსანიშნავია, რომ დეპარტამენტი სარგებლობს საერთაშორისო მხარდაჭერით და ამ მიზნით, ქირურგიის ეროვნული ცენტრის ნეიროქირურგები და უცხოელი კოლეგა/პროფესორები ინტენსიურად მონაწილეობენ ერთობლივ კონსილიუმებში.
კლინიკას ხშირად სტუმრობენ ევროპასა და აშშ-ში მოღვაწე, ნეიროქირურგიაში ცნობილი და გავლენიანი ექსპერტები.
დეპარტამენტი აღჭურვილია SHIMADZU-ს წარმოების ულტრათანამედროვე, რეგიონში ექსკლუზიური ორმკლავიანი ანგიოგრაფით Trinias B12, რომლის კონტროლის ქვეშ ნეიროქირურგები უნიკალურ ოპერაციებს ატარებენ და შესაბამისად, ურთულეს პათოლოგიებს მართავენ.
დიაგნოსტიკის მეთოდები
ტარდება შემდეგი კვლევები:
• მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია;
• მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია DVI;
• თავის შიდა სისხლძარღვების დუპლექს სკანირება;
• თავის გარე სისხლძარღვების დუპლექს სკანირება;
• ანგიოკონტრასტული კომპიუტერული ტომოგრაფია (CT);
• კომპიუტერული ტომოგრაფია პერფუზიით;
• ელექტრომიოგრაფია;
• რენტგენოგრაფია;
• ცერებრული ანგიოგრაფია.
ნეიროქირურგიული ოპერაციები
კლინიკა პაციენტებს სთავაზობს ხერხემლის პათოლოგიათა მკურნალობას მინი ინვაზიური ენდოსკოპიური მეთოდით ან ოპერაციის გარეშე. სწორედ ამ თანამედროვე მეთოდების მეშვეობით, არაერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა და გათავისუფლდა მტანჯველი ტკივილისა თუ დისკომფორტისგან.
ენდოსკოპიური მეთოდი ტარდება ყოველგვარი განაკვეთის გარეშე და საჭიროებს მხოლოდ ერთ ჩხვლეტას. ამ ეფექტური ჩარევის მთავარი უპირატესობაა ის, რომ ხერხემალს ტრავმა არ ადგება და შესაბამისად, რეაბილიტაციის პროცესიც მარტივი და ხანმოკლეა.
ამასთანავე გამოიყენება ენდოვასკულური მეთოდით მკურნალობა შემდეგი პათოლოგიების დროს:
• თავის ტვინის პათოლოგიები;
• ხერხემლის ტვინის პათოლოგიები;
• ქალა-ტვინის ტრავმა;
• თავის ტვინის ანევრიზმა;
• თავის ტვინის თრომბოზი;
• თავის ტვინის სიმსივნე;
• ზურგის ტვინის სიმსივნე;
• ზურგის ტვინის სხვადასხვა დაავადება;
• თავის ტვინის სისხლძარღვოვანი პათოლოგიები და სხვა.
თავის ტვინის ანევრიზმის მკურნალობა უსისხლოდ
მთელ მსოფლიოში, ისევე როგორც საქართველოში, თავის ტვინის სისხლძარღვოვან პათოლოგიებს შორის ყველაზე ფართოდ გავრცელებულია თავის ტვინის ანევრიზმა.
ცნობისათვის, ანევრიზმა სისხლძარღვის კედლის ლოკალური დასუსტებაა. როგორც წესი, ყველაზე ხშირად, ანევრიზმა თავის ტვინსა და მის ამომფენ თხელ ქსოვილებს შორის არსებულ სივრცეში სკდება.
გამსკდარი ანევრიზმა სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობას წარმოადგენს, რომელიც სასწრაფო გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს - უფრო მეტიც, ყოველი წუთი გადამწყვეტია!
აღსანიშნავია, რომ პათოლოგიის მკურნალობის ერთადერთი მეთოდი ქირურგიული ჩარევაა.
კლინიკაში წარმატებით ხორციელდება თავის ტვინის ანევრიზმის ემბოლიზება, რაც იმას ნიშნავს, რომ ანევრიზმა ითიშება ბარძაყის არტერიიდან მიდგომით, უსისხლოდ!
დეპარტამენტში ოპერაცია ტარდება ენდოვასკულური მეთოდით, რომელიც ნაკლებად ტრავმულია და ეფექტურ შედეგს უზრუნველყოფს.
თრომბექტომია
ნეიროქირურგიაში თრომბექტომია (სისხლძარღვშიდა მანიპულაცია, რომელიც ნახევარი საათი გრძელდება) მკურნალობის ყველაზე თანამედროვე მეთოდს წარმოადგენს.
ამ მეთოდის საჭიროება დგება მწვავე იშემიური ინსულტის დროს. ეს პათოლოგია ვლინდება მაშინ, როცა თრომბის გამო სისხლძარღვი ვეღარ ფუნქციობს და თავის ტვინში სისხლის მიდინების ნორმალური პროცესი ირღვევა.
ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ, ანგიოგრაფის კონტროლით, ქირურგს სისხლძარღვიდან თრომბული მასები გამოაქვს, დახშულ სისხლძარღვს ათავისუფლებს.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
მასალის გამოყენების პირობები






