თბილისის მერია 170,000 ლარის Facebook და Instagram რეკლამას ყიდულობს
პოლიტიკა - 16:42, 30 Dec, 2019     1053
თბილისის მერია 170,000 ლარის Facebook და Instagram რეკლამას ყიდულობს თბილისის მერია 170,000 ლარის ღირებულების Facebook და Instagram რეკლამის შესაძენად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან ნებართვას ითხოვს. მერიის დაქვემდებარებაში არსებული სამსახურის მიერ გამოცემული ბრძანების მიხედვით, ამ ფულით 32 Facebook და 1 Instagram გვერდის დასპონსორება მოხდება.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის გაგზავნილ მოთხოვნაში წერია, რომ facebook-ი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელია, რეკლამის განთავსება კი დედაქალაქის მერიის საქმიანობის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

"ხელშეკრულების შესრულებისა და მოქმედების დადგენილი ვადა გონივრულია "ფეისბუქის" და "ინსტაგრამის" პოპულარობისა და აღნიშნული სოციალური ქსელების წვდომის მქონე აუდიტორიის მასშტაბიდან გამომდინარე. მნიშვნელოვანია აუდიტორიისთვის და მისი ცალკეული სამიზნე ჯგუფებისთვის საზოგადოებისთვის აქტუალური ინფორმაციის ხელმისაწვდომობა მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, "ფეისბუქი" ინტერნეტ სივრცეში ინარჩუნებს პირველი სოციალური ქსელის სტატუსს, რაც კიდევ უფრო ამტკიცებს იმ მოსაზრებას, რომ უახლოესი რამდენიმე თვის მანძილზე, შესაბამის ბაზარზე, აღნიშნული კუთხით ცვლილებები მოსალოდნელი არ არის", - ნათქვამია თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებული იურიდიული პირის "საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტო"-ს მიერ შესყიდვების სააგენტოში გაგზავნილ წერილში.

გვერდების ჩამონათვალი, რომელთა დასპონსორებაც მოხდება:

1) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (ფეისბუქი და ინსტაგრამი);
2) ვაკის რაიონის გამგეობის(ფეისბუქი);
3) საბურთალოს რაიონის გამგეობის(ფეისბუქი);
4) მთაწმინდა რაიონის გამგეობის (ფეისბუქი);
5) სამგორის რაიონის გამგეობის(ფეისბუქი);
6) ჩუღურეთის რაიონის გამგეობის(ფეისბუქი);
7) დიდუბის რაიონის გამგეობის(ფეისბუქი);
8) ნაძალადევის რაიონის გამგეობის(ფეისბუქი);
9) გლდანის რაიონის გამგეობის(ფეისბუქი);
10) კრწანისის რაიონის გამგეობის(ფეისბუქი);
11) ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის(ფეისბუქი);
12) კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდული საქმეთა საქალაქო სამსახურის(ფეისბუქი);
13) ზედამხედველობის სამსახურის(ფეისბუქი);
14) გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის(ფეისბუქი);
15) ტრანსპორტის სამსახურის(ფეისბუქი);
16) ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის(ფეისბუქი);
17) ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს(ფეისბუქი);
18) თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის(ფეისბუქი);
19) არქიტექტურის სამსახურის(ფეისბუქი);
20) ქონების მართვის სააგენტოს(ფეისბუქი);
21) საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის(ფეისბუქი);
22) თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს(ფეისბუქი);
23) თბილისის განვითარების ფონდის(ფეისბუქი);
24) მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის(ფეისბუქი);
25) ჩემი ადვოკატის(ფეისბუქი);
26) თბილისის მედიათეკების გაერთიანების(ფეისბუქი);
27) თბილისისზოოპარკის(ფეისბუქი);
28) თბილისის სატრანსპორტო კომპანიის(ფეისბუქი);
29) სამეფო უბნის თეატრის(ფეისბუქი);
30) თბილსერვის ჯგუფის(ფეისბუქი);
31) თბილისის ღამის ეკონომიკის(ფეისბუქი).
32) ისნის რაიონის გამგეობის (ფეისბუქი).

რეკლამის მოქმედების ვადად მითითებულია:

"შესრულების ვადად განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი, ხოლო მოქმედების ვადა 2020 წლის 31 იანვრის ჩათვლით პერიოდი".

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 3 იანვრამდე უნდა გადაწყვიტოს მისცემს თუ არა ა(ა)იპ "საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტო"-ს ამ გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობას.

წყარო: bm.ge




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42