სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს ვატიკანის წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანი კარდინალი პიეტრო პაროლინი ეწვია
განათლება - 17:38, 29 Dec, 2019     6780

29 დეკემბერს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს ვატიკანის წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანი კარდინალი პიეტრო პაროლინი ეწვია.

კარდინალი პიეტრო პაროლინის საქართველოში დატვირთული სამ დღიანი ვიზიტის ფარგლებში, საბაუნი ერთადერთი უნივერსიტეტია რომელსაც კარდინალი პირადად ესტუმრა.

კარდინალს უმასპინძლა და უნივერსიტეტი დაათვალიერებინა საბაუნის რექტორმა, პროფესორმა ვაჟა ვარდიძემ. შემდეგ გაიმართა შეხვედრა ადმინისტრაციასთან, პროფესორებსა და სტუდენტებთან.

პირველი სიტყვით საბაუნის დამფუძნებელი ამიერკავკასიის ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო წარსდგა. მან კარდინალს მადლობა მოახსენა ვიზიტისთვის და მოუთხრო უნივერსიტეტის მოღვაწეობის შესახებ. ეპისკოპოსმა სიტყვა გადასცა უნივერსიტეტის რექტორს პროფესორ ვაჟა ვარდიძეს, რომელმაც აღნიშნა ამ ვიზიტის მაღალი მნიშვნელობა საქართველო-ვატიკანის ურთიერთობაში და ისაუბრა მნიშვნელოვანი საიუბილეო თარიღების შესახებ, რომელსაც ეს ვიზიტი მიეძღვნა.

ასევე სიტყვით წარსდგა საბაუნის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის

დეკანი, პროფესორი გოჩა ბარნოვი, რომელმაც კონფესიათა შორის ურთიერთობებზე ისაუბრადა ხაზი გაუსვა ამ მხრივ უნივერსიტეტის როლზე.

მისალმებების შემდეგ საბაუნის ფოლკლორულმა ანსამბლმა შეასრულა საშობაო საგალობელი, რომელიც სპეციალურად დღევანდელი დღისათვის მომზადდა.

კარდინალმა მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას შეხვედრაზე დასწრებისთვის, ისაუბრა უნივერსიტეტის როლსა და მის მნიშვნელობაზე თანამედროვე საზოგადოებაში. “ამ უნივერსიტეტმა (საბაუნიმ) უნდა გააგრძელოს სიმბოლური ხიდის მოვალეობა კულტურათა შორის დიალოგში.” - აღნიშნა მაწმინდა საყდრის მდივანმა კარდინალმა პიეტრო პაროლინიმ. დასასრულს კარდინალმა დამსწრე საზოგადოებას გადმოსცა პაპი ფრანცისკეს საშობაო მილოცვა.

რექტორმა პროფ. ვაჟა ვარდიძემ უნივერსიტეტის სახელით კარდინალს საჩუქრად გადასცა ქართული ტრადიციული ტიხრული მინანქრის ტექნიკით დამზადებული საბაუნის გერბი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42