"დღეს ჩვენ ვნახეთ, "აი სპასიბა აიბოლიტ"... სოფლის ბატონს მონები მადლობას უხდიან" - შაშკინი განათლების მინისტრზე
პოლიტიკა - 14:30, 29 Dec, 2019     1394
განათლების ყოფილი მინისტრი, დიმიტრი შაშკინი მიხეილ ჩხენკელის კომენტარს ეხმაურება.
საუბარია განათლების მოქმედი მინისტრის, განცხადებაზე, რომელიც მან ანზორ ერქომაიშვილის სამეცნიერო ნაშრომის პრეზენტაციაზე გააკეთა. ჩხენკელმა ბიძინა ივანიშვილი ექვთიმე თაყაიშვილს შეადარა და მადლობა გადაუხადა.
დიმიტრი შაშკინი "ნიუპოსტთან" აცხადებს, რომ ეს იყო სამარცხვინო სანახაობა, როცა სოფლის ბატონს მონები უხდიდნენ მადლობებს.
მისი თქმით, განათლების მინისტრი სიტყვასაც კი არ ამბობს განთლების სისტემაში არსებულ უამრავ პრობლემაზე და პირდაპირ მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს.
"დღეს ვნახეთ კიდევ ერთი სამარცხვინო სანახაობა, როდესაც სოფლის ბატონი ზის და მონები უხდიან მადლობებს. ჩვენ გვყავს ერთი მინისტრი, რომელიც მეორედ დაინიშნა, განათლების მინისტრს ვგულისხმობ, რომლის სახელი და გვარი საქართველოს მოსახლეობის 99%-მა არ იცის. განათლების მინისტრია, თან მეორედ დანიშნული განათლების მინისტრი და ისიც ხმას კი არ იღებს განათლებაზე, ხმას არ ირებს იმ პრობლემებზე, რომელიც განათლების სისტემაზე ან იმაზე, თუ რა არის გასაკეთებელი სისტემაში. ის გამოირჩევა ბატონ ბიძინას მიმართ მადლობების გადახდით. საერთოდ ჩემი თაობის ადამიანებს ახსოვთ, საბჭოთა კავშირში იყო მულტფილმი, სადაც ცხოველები მღეროდნენ სიმღერას, "აი სპასიბა, აიბალიტ". იმ ულტფილმში აიბოლიტი მაინც კურნავდა ამ ცხოველებს და აქ იმიტომ უხდიან მადლობებ, რომ აძლევს საშუალებას ცოტ-ცოტა მოიპარონ ბიუჯეტიდან, ზოგს ბევრის შესაძლებლობასაც აძლევს.

ძალიან სამარცხვინო სანახაობაა თუმცა სხვას, რას ველოდით ამ მთავრობისგან და ამ ხელისუფლებისგან. თურმე, განათლების მინისტრის აზრით, "ნაციონალური მოძრაობის" დროს ვენახი იჩეხებოდა და ბატონმა ბიძინამ გადაარჩინა ვენახები და საქართველოში მართლა ომ არ ბნელა, ყველას კარგად ახსოვს, რომ ზუსტად "ნაციონალური მოძრაობის" მთავრობაში ყოფნის დროს, სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ქართული ღვინო გადარჩა და გავიდა საერთაშორისო ბაზარზე. ნებისმიერ კახელ გლეხს ჰკითხეთ რა ღირდა ყურძენი 8, 9 წლის წინ და რა ღირს ახლა. ეს ხომ ციფრებია, ჩვეულებრივი მათემატიკაა, მაგრამ რას ვიზამთ, ასეთი მთავრობა გვყავს და აზრი არ აქვს მათ ელაპარაკო მაღალ მატერიებზე. უფრო მარტივია მათთვის რომ ელაპარაკო რუსული, საბჭოური კლასიკის მაგალითებით, როგორიც არის მაგალითად, მაქსიმ გორკის რომანი рожденный ползать летать не может (ცოცვისთვის დაბადებული ფრენას ვერ შეძლებს)ზუსტად ეს არის ჩვენი მთავრობა" - აცხადებს დიმიტრი შაშკინი "ნიუპოსტთან".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42