ნატო, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოში ჯარის შემოსაყვანად ემზადება
პოლიტიკა - 11:27, 29 Dec, 2019     1974
სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია ნატო-ს მიერ 2020 წელს დაგეგმილ სამხედრო წვრთნებზე, რომლის ერთ-ერთი კომპონენტიც საქართველოში ჯარების ოპერატიულად გადასროლაა შეფასებას აკეთებს.


მაისაია აცხადებს, რომ ეს წვრთნები ერთგვარი პასუხია რუსეთისა და ჩინეთის მიერ მიმდინარე წელს ჩატარებულ მასშტაბურ ერთობლივ წვრთნებზე.


„ეს წვრთნები სამ ეტაპადაა დაგეგმილი და სამ ძირითად რეგიონს მოიცავს - შავიზღვისპირეთი, ბალტიისპირეთი და აღმოსავლეთ ევროპა. აქ კონკრეტულ დახმარებაზეცაა საუბარი - თუ რუსეთის ჩვენს წინააღმდეგ განახორციელებს სამხედრო აგრესიას და ამბობდნენ, რომ ნატო-ს კოალიციური ძალები ვერ ჩაერთვებიან ამ კონფლიქტში, ეს ერთგვარი პასუხიცაა ამის. ამ წვრთნების შედეგად ესეც შესაძლებელი იქნება" - აცხადებს მაისაია.

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია 2020 წელს ბოლო 25 წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, სამ ეტაპიანი სამხედრო წვრთნების ჩატარებას აპირებს. წვრთნები ცნობილია „ევროპის დამცველი 2020-ის" სახელით.

სახედრო წვრთნების ჩასატარებლად აირჩიეს პოლონეთი და ბალტიისპირეთი, თუმცა დამატებით ცნობილი გახდა, რომ, პროექტის ფარგლებში, ჯარების ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზეც გადმოინაცვლებს.

აშშ-ის არმიის მატერიალური მომარაგების მეთაური გენერალი გუს პერნი აცხადებს, რომ წვრთნების ჩატარება ემსახურება იმის გარკვევას, თუ რამდენადაა აშშ-ის ჯარების ევროპული დაჯგუფება მზად რეალური საფრთხისთვის წინააღმდეგობის გასაწევად და ჰყოფნით თუ არა შეიარაღება:

„ჩვენ სწავლებისას განსაკუთრებული ყურადღებით დავაკვირდებით ო ასპექტს: ჯარის მომარაგების ეფექტურობას და ასევე, არიან თუ არა შენაერთები უზრუნველყოფილი მათთვის საჭირო მოწყობილობებით, შესაბამისი საბრძოლო აღჭურვილობითა და სამხედრო ტექნიკით, რაც კონკრეტულ რეგიონში მათი მისიის შესარულებლადაა საჭირო", - აცხადებს გუს პერნი.

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია საუბრობს ნატო-ს წვრთნებისა და მათს მიმდინარეობაში საქართელოს ჩართულობის მნიშვნელობაზე. მაისაია აღნიშნავს, რომ „ცივი ომის" შემდეგ 2020 წელს ნატო-ს მიერ დაგეგმილი წვრთნები ყველაზე მასშტაბური იქნება:

„ეს წვრთნები სამ ეტაპადაა დაგეგმილი და სამ ძირითად რეგიონს მოიცავს - შავიზღვისპირეთი, ბალტიისპირეთი და აღმოსავლეთ ევროპა. თითოეულ ეტაპს ექნება მინიჭებული დროის მონაკვეთი, რომელიც ჯერჯერობით არაა გახმოვანებული. ნატო-ს ეგიდით მოხდება 20 000-მდე სამხედროს გადმოსროლის იმიტაცია ევროპის კონტინენტზე და ეს იქნება ნატო-ს მოკავშირეების დასაცავად.

„სავარაუდოდ, საქართელოშიც მოხდება ჯარების გადმოსროლა ნატო-ს წინმსწრები თავდაცვითი კონცეფციის ფორმატში, რათა ნატო-ს კოალიციურმა ძალებმა შეაკავონ მოწინააღმდეგე ევროატლანტიკური სივრცის მიმდებარე ტერიტორიებთან", - ამბობს მაისაია.

მისივე განმარტებით, ნატო-ს მიერ 2020 წელს დაგეგმილი სამხედრო წვრთნები 2019 წელს რუსეთისა და ჩინეთის მიერ ერთობლივად ჩატარებული წვრთნების საპასუხო მოქმედებაა:

„ეს წვრთნები რუსეთისა და ჩინეთის მიერ მიმდინარე წელს ჩატარებული წვრთნების საპასუხოა, რა დროსაც რუსეთმა 12 000 მედესანტე გადაისროლა ციმბირიდან ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში. ფაქტობრივად, აქაც იგივე მოდელია.

„ეს იმითაცაა გათვალისწინებული, რომ ნატო-ს ლონდონს სამიტმა თავის საბოლოო დეკლარაციაში მიიღო გადაწყვეტილება,რომლის თანახმადაც რუსეთი გამოაცხადა ჩრილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის სამხედრო მტრად, ხოლო ჩინეთი გამოაცხადა მოწინააღმდეგედ - აქ უკვე გამოკვეთილია როგორ და ვის წინააღმდეგაა მიმართული ეს წვრთნები", - თქვა მაისაიამ.

მისივე თქმით, სამხედრო წვრთნების ფარგლებში საქართელოს ტერიტორიაზე ჯარების გადმოსროლა ხორციელდება წინმსწრები თავდაცვის კონცეფციის ფორმატში:

„ეს ხორციელდება ვარშავის სამიტზე ნატო-ს მიერ მიღებული წინმსწრები თავდაცვის კონცეფციის ფორმატში. ნატო-ს ძალებმა უნდა შეძლონ მოწინააღმდეგის შეჩერება, სანამ ის ნატო-ს სამოკავშირეო ტერიტორიაზე შევა. საქართველო და უკრაინა წინმსწრები თავდაცვის კონცეფციის არეალში არიან, რადგან ბალტიისპირეთი და პოლონეთი, ფაქტობრივად, უკვე ევროატლანტიკური სივრცისწინა ხაზია, რის იქითაც ის სივცრეა, რომლშიც წინმსწრებად სამხედრო მტრის შეჩერება უნდა მოხდეს. აქ კონკრეტულ დახმარებაზეცაა საუბარი - თუ რუსეთის ჩვენს წინააღმდეგ განახორციელებს სამხედრო აგრესიას და ამბობდნენ, რომ ნატო-ს კოალიციური ძალები ვერ ჩაერთვებიან ამ კონფლიქტში, ეს ერთგვარი პასუხიცაა ამაზე. წინმსწრები თავდაცვის კონცეფცია ამ შესაძლებლობას რეალურს ხდის. ", - განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან" საუბრისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42