"სამხრეთ ოსეთის" ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის განცხადებით, ვაჟა გაფრინდაშვილმა შეწყალების თხოვნით ე.წ. პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს მიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „რესი“ ავრცელებს.
ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამოძიების დროს ვაჟა გაფრინდაშვილი სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობდაა, პატიმრობაში ყოფნის დროს კი წესებს იცავდა.
„განაჩენის გამოტანის შემდეგ გაფრინდაშვილმა შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მიმართა. ეს კი დანაშაულის აღიარების და სინანულის მტკიცებულებაა“, – ნათქვამია ე.წ. განცხადებაში.
"სამხრეთ ოსეთის" ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის განცხადებით, იმ ფაქტების გათვალისწინებით, რომ გაფრინდაშვილი პირველად იყო დაკავებული და ე.წ. რესპუბლიკის უსაფრთხოებისთვის სერიოზული ზიანი არ მიუყენებია, ე.წ. პრეზიდენტმა გაფრინდაშვილის გათავისუფლების და „საქართველოსთვის მისი გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო“
მასალის გამოყენების პირობები






