"ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რათა გათავისუფლებულიყო ეს პიროვნება" - ზურაბ აბაშიძე ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაზე
პოლიტიკა - 15:55, 28 Dec, 2019     473

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაპატიმრებულ ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გატავისუფლებაზე კომენტარი გაკეთა.


აბაშიძემ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს მიულოცა, რომ ის ახალ წელს სახლში შეხვდება.


„ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რათა გათავისუფლებულიყო ეს პიროვნება, ყველა ბერკეტი ამოქმედდა – ჩვენი საერთაშორისო კონტაქტები, ჩვენი დასავლელი პარტნიორების ჩართულობა. ის ფორმატები, სადაც რუსეთის მხარესთან გვაქვს შეხვედრა. კერძოდ, პრაღაში მქონდა 28 ნოემბერს ამაზე საუბარი, შემდგომ ჟენევის ფორმატში. ყველაფერმა შედეგი გამოიღო. ჩვენ ამას ვაკეთებდით ზედმეტი პოლიტიკური აჟიოტაჟის გარეშე. თუ ახლაც ნაკლები პოლიტიკური აჟიოტაჟი იქნება, მგონი ზოგადად, უკეთესია. წინ გავიხედოთ, ბევრი პრობლემა გვაქვს მოსაგვარებელი, მაგრამ საერთო ჯამში, ძალიან სასიხარულოა, რომ ბატონი ვაჟა გათავისუფლდა, დაუბრუნდება ოჯახს და ახალ წელს სახლში შეხვდება.

ყველა ბერკეტი იყო გამოყენებული. ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, ყველა შესაძლებლობა გამოვიყენეთ, რათა სწრაფად მომხდარიყო მისი გათავისუფლება. მოვისმინეთ კომენტარები, კერძოდ რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლებისაგან იმის თაობაზე, რომ ის ახალ წელს სახლში შეხვდებოდა. საჯაროდ გაკეთდა ეს კომენტარები და მართლაც, ასე მოხდა. ამას ჩვენ ვაკეთებდით ზედმეტი ხმაურის გარეშე. ზოგადად, რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულო ფაქტია“, - აცხადებს ზურაბ აბაშიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42