ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე თამილა ლაფანაშვილი ექიმის გათავისუფლების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს და მადლობას უხდის ყველას, ვინც ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში იყო ჩართული.
თამილა ლაფანაშვილი აცხადებს, რომ ძალიან საამაყოა, რომ არსებობს ხალხის იმედი.
„ძალიან ემოციურია და მართლა შოკივით იყო, რომ გავიგეთ ეს ამბავი, გადარეული ვართ სიხარულით. მეორე, ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, სახელობითად რომ ჩამოვთვალო, აუცილებლად ვიღაც გამომრჩება, რადგან უამრავი ხალხი იყო ამაში ჩართული და სულ ყველას ძალიან დიდი მადლობა, აქ დამსწრეებს, ვინც აქ დაგვხვდნენ, ვინც გაგვაგებინა, ვინც უბრალოდ გვგულშემატკივრობდა ჩვენ.
ყველას ძალიან დიდი მადლობა და ძალიან საამაყოა, რომ ხალხის იმედი გაქვს ცხოვრებაში და მინდა მადლობა, გადავუხადო სახელმწიფო ორგანოებს, ყველა სახელისუფლებო რგოლს, რომელიც იყო ჩართული და ძალიან ბევრი იყო ჩართული, ყველას ძალიან დიდი მადლობა“ - განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






