ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში აცხადებენ, რომ მისიის დამკვირვებლები იმყოფებოდნენ ერგნეთში, როცა ექიმი გაფრინდაშვილი გათავისუფლდა.
„ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებადი ცხელი ხაზი გააქტიურდა დღეს დილით. ასევე, მისიის დამკვირვებლები იმყოფებოდნენ ადგილზე, ერგნეთში, როცა მოხდა ექიმ გაფრინდაშვილის გათავისუფლება“, – აცხადებენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში.
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თითქმინს ორი თვის განმავლობაშისაოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა. ექიმი 9 ნოემბერს დააკავეს. ოკუპანტები ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის კვეთაში ადანაშაულებდნენ, თუმცა გაფრინდაშვილი ამ ბრალდებას არ აღიარებდა. მას ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა 20 დეკემბერს ერთი წლითა და ცხრა თვით პატიმრობა შეუფარდა.
მასალის გამოყენების პირობები






