"არ მაინტერესებს ვინ შეეცდება "ქულების" ჩაწერას... თუ უნდათ კუხიანიძე დაახვედრონ თბილისის შესასვლელთან... მთავარია, ხალხის ბრძოლამ აიძულა მოსკოვს უკან დაეხია" - ზურაბ მელიქიშვილი
პოლიტიკა - 13:47, 28 Dec, 2019     1363
"ერთიანი ნაციონალური მოძრაიბის" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ მელიქიშვილი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს გათავისუფლებას ულოცავს და საზოგადოებას მადლობას უხდის.


მელიქიშვილი აცხადებს, რომ საყოველთაო სოლიდარობა იყო განმსაზღვრელი გმირი ექიმის გათავისუფლებისთვის.


"ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია!
მინდა მთელს საზოგადოებას გადავუხადო მადლობა, საყოველთაო სოლიდარობა იყო განმსაზღვრელი გმირი ექიმის გათავისუფლების. მაგარი ოჯახი, უმაგრესი კოლეგები, ექიმების უდიდესი არმია - ვინც მიუხედავად ზეწოლისა მაინც დადგა გარეთ და დადგა ერთად! სამოქალაქო საზოგადოების უდიდესი აქტივობები, და ეს ყველაფერი ხელისუფლების წარმომადგენლების უტვინო და ოკუპანტის მაამებელი განცხადებების ფონზე ხდებოდა.

მე არ მაინტერესებს ვინ ,, დაიბრალებს" ან ვინ შეეცდება ,, ქულების" ჩაწერას, ვის სად დაახვედრებენ გაწამებულ გმირს... თუ უნდათ კუხიანიძე დაახვედრონ თბილისის შესასვლელთან ყვავილებით... მთავარია, რომ ხალხის ბრძოლამ აიძულა მოსკოვს უკან დაეხია და ჩვენი გმირი ცოცხალი დაგვიბრუნდა!

და ბოდიში არჩილ ტატუნაშვილს! უფრო მეტი უნდა გაგვეკეთებინა რომ ჩვენი გმირი წამებით არ მოეკლათ და ცოცხალი დაგვბრუნებოდა" - აცხადებს ზურაბ მელიქიშვილი.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თითქმის ორი თვის განმავლობაშისაოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა. ექიმი 9 ნოემბერს დააკავეს. ოკუპანტები ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის კვეთაში ადანაშაულებდნენ, თუმცა გაფრინდაშვილი ამ ბრალდებას არ აღიარებდა. მას ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა 20 დეკემბერს ერთი წლითა და ცხრა თვით პატიმრობა შეუფარდა.










მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42