ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა, ოჯახის წევრებთან ერთად, გორის პოლიციის სამმართველო უკვე დატოვა. მან მხარდაჭერისა და თანადგომისთვის ყველას მადლობა გადაუხადა.
„ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით ყველას. ნება მომეცით, ცოტა დავწყნარდე და შემდეგ ყველას ყველაფერ ინფორმაციას მოგაწვდით.
დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. გმადლობთ, კარგად ვარ. უდიდეს მადლობას გადავუხდი ყველა ჩემს მეგობარს, ვინც გვერდით მედგა, ყველას აბსოლუტურად, მაგრამ განსაკუთრებით ჩემს ლამაზ მეუღლეს და ბრწყინვალე შვილებს. დიდი მადლობა. მე რასაც ვუყურებ, სამწუხაროდ, ინფორმაცია ნაკლებად მქონდა, ასე გაერთიანებულად ყველამ საქართველოს საქმე ვაკეთოთ“, – განაცხადა პოლიციის სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ ექიმმა, ვაჟა გაფრინდაშვილმა.
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თითქმინს ორი თვის განმავლობაშისაოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა . ექიმი 9 ნოემბერს დააკავეს. ოკუპანტები ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის კვეთაში ადანაშაულებდნენ, თუმცა გაფრინდაშვილი ამ ბრალდებას არ აღიარებდა. მას ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა 20 დეკემბერს ერთი წლითა და ცხრა თვით პატიმრობა შეუფარდა.
მასალის გამოყენების პირობები






