"მიკვირს, აქამდე რატომ არ გადადგა პროკურატურამ შესაბამისი ნაბიჯები"- ივანიშვილი ბესელიას დაჭერას გეგმავს?!
პოლიტიკა - 17:11, 27 Dec, 2019     2341
ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობიდან დემარშით წასულ ეკა ბესელიას დაჭერას და მის განეიტრალებას ცდილობს?! რამდენიმე დღეა, პროსახელისუფლებო ექსპერტები და მმართველი პარტიის ლიდერები, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე აქტიურად ალაპარაკდნენ.

დღის ბოლოს პოლიტიკურ სცენაზე გამოჩნდა „ქართული ოცნების“ წევრი ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო კილაძე.

მმართველი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი დღეს მედიასთან გამოეხმაურა სახელისუფლებო მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ეკა ბესელიას წინააღმდეგ კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით გამოძიებაა დაწყებული.

„მე ძალიან მიკვირს, აქამდე რატომ არ გადადგა პროკურატურამ შესაბამისი ნაბიჯები ქალბატონი ბესელიას შესაძლო კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით“- თქვა კილაძემ და დასძინა, რომ ბესელიასთან მიმართებით მაშინ გაუჩნდა, როცა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე გახდა და ეს კითხვები დასვა უმრავლესობის ერთ-ერთ სხდომაზე, სადაც ბიძინა ივანიშვილმა მას სთხოვა, კითხვების დასმა შეეწყვიტა.

როგორც კილაძემ აღნიშნა, მის გარდა ეკა ბესელიასთან დაკავშირებით კითხვები სხვა დეპუტატებსაც ჰქონდათ.

„მე არ ვიცი, ნამდვილად არის თუ არა გამოძიება დაწყებული, მაგრამ ფაქტია, რომ როცა გავხდი ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, მაშინ ის კითხვის ნიშნები, რომელიც არსებობდა საზოგადოებაში ამ ქალბატონის მიმართ მის შესაძლო კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით, კიდევ უფრო გამიმრავლდა და ამ კითხვების შესახებ დავიწყე გუნდში საუბარი. ეს იყო საფუძველი იმისა, რომ ქალბატონმა ბესელიამ მე აღმიქვა პირად მტრად და ყველგან აბსოლუტურად საერთაშორისო ორგანიზაციებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, ყველგან ახდენდა ჩემი სახელის დისკრედიტაციას. ამის მიზეზი იყო მარტივი, რომ მე ახალბედა, ახალმა მოსულმა პოლიტიკოსმა გავბედე მის შესაძლო კორუფციულ საქმიანობაზე საუბარი.

ფაქტი იყო ასევე ის, რომ ჩვენ უმრავლესობის ერთ-ერთ სხდომაზე, რომელსაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა და მას მიჰყავდა ეს სხდომა, მე მოვითხოვე კონკრეტულ კითხვებზე პასუხების გაცემა ქალბატონი ეკა ბესელიას მხრიდან, რაზეც მას თავად ჰქონდა ძალიან ნეგატიური რეაქცია და მოაწყო ის გარკვეული სცენები. მას გადაეფარა ასევე ბატონი გოგიჩაიშვილი და ბატონი გედი ფოფხაძე და ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მთხოვა მე, რომ შემეჩერებინა ამ კითხვების დასმა, იმიტომ, რომ არ გამწვავებულიყო სიტუაცია კიდევ უფრო მეტად. იმის შემდეგ ფაქტობრივად რეაგირება არ ყოფილა ამაზე.

ძალიან ბევრი დეპუტატი საუბრობდა მანამდეც ამ კითხვის ნიშნებზე, მე არ ვიყავი ერთადერთი. მხოლოდ იქიდან გამომდინარე, რომ მე ამ კომიტეტის საქმიანობაში უფრო მეტად ჩავიხედე როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, რა თქმა უნდა, მე უფრო მეტი ინფორმაცია მქონდა კონკრეტული,“- განაცხადა სოფო კილაძემ.

ეკა ბესელიას დაკავება ერთ-ერთმა პირველმა ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილმა ექსპერტმა გია აბაშიძემ დაანონსა.

აბაშიძემ დაწერა, რომ აქვს ინფორმაცია, რომ "პროკურატურამ უკვე დაასრულა ბესელიას კორუფციული საქმეების მოკვლევა და გამოძიება მალე, ოფიციალურად დაიწყება".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42