"ენერგეტიკის სექტორში ისტორიული პროექტები მომავალი წლიდან ამოქმედდება" - ეკონომიკის მინისტრი
პოლიტიკა - 16:58, 27 Dec, 2019     645

„მიუხედავად არსებული გამომწვევებისა, ენერგეტიკის სექტორი ვითარდება და მომავალი წლიდან რამდენიმე ისტორიული პროექტი ამოქმედდება", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ რადიო „მაესტროს" ეთერში საუბრისას განაცხადა.

ნათია თურნავას ინფორმაციით, 2019 წელს დასრულდა და ექსპლუატაციაში შევიდა 6 ახალი ჰესი, დადგმული სიმძლავრით 58 მგვტ, რომლებშიც ჯამში 80 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია განხორციელდა. „რაც შეეხება მომავალ წელს, დაგეგმილია 14 ახალი ჰესის და ერთი თბოელექტროსადგურის ექსპლუატაციაში შესვლა, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 500 მეგავატამდე იქნება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამოქმედდება ისტორიული პროექტები - შუახევჰესი დასრულდება და შევა ესპლუატაციაში; დაიწყება ნამახვანჰესის მშენებლობა; ნენსკრაჰესი კი ძირითად სამშენებლო ეტაპზე გადავა", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მისივე თქმით, 2020 წელს ჯამში დაგეგმილია 13 ახალი ობიექტის, მათ შორის 8 ჰესის მშენებლობის დაწყება. ნათია თურნავას განცხადებით, ამ ჰესებს შორისაა ნამახვანჰესი, რომელიც არის უდიდესი პროექტი, 460 მეგავატი დადგმული სიმძლავრის, რომელშიც 800 მილიონამდე ინვესტიცია განხორციელდა და წლებია მიმდინარეობს ამ პროექტზე მუშაობა.

„ძალიან კომპლექსური პროექტია და მინდა აღვნიშნო, რომ რაც მთავარია, მიმდინარეობს საჯარო განხილვები ზედმეტი აჟიოტაჟის გარეშე, ძალიან აქტიურ ვითარებაში. მიხარია, რომ ჩვენ თანდათან, შევძელით, შევცვალეთ ტენდენცია და გვაქვს სერიოზული წინსვლა, რომ ზედმეტი ხმაურის და ზედმეტი აჟიოტაჟის გარეშე მოხდეს განხილვები", - განაცხადა ნათია თურნავამ.

რაც შეეხება „ხადორი სამს", ეს არის განსხვავებული შემთხვევა და როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, პროექტის მშენებლობა არ განახლდება, ვიდრე არ იქნება უმაღლესი დონის კონსენსუსი მოსახლეობასთან.

ამასთან , მინისტრის თქმით, ყველა პროექტთან მიმართებაში, უფრო მეტი ყურადღება ექცევა მოსახლეობის სოციალურ მოთხოვნებს, გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, ასევე ინვესტორს უფრო მეტი პასუხისმგებლობის აღება უწევს.

„2018-2019 წელი იყო ამ გამოცდილების დაგროვების წელი. მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ეს გამოცდილება, ეს ცოდნა შევიძინეთ, როგორ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს და ეს ტენდენცია უკვე გადატეხილია არსებითად. აქედან გამომდინარე, იმის თქმა, რომ ენერგეტიკაში რაღაც დიდად გაპრობლემდა, არასწორი იქნება - მოვახერხეთ და გადავტეხეთ ტენდენცია. მე ვიტყოდი, რომ ამ სექტორში წინსვლა არის ენერგეტიკაში განხორციელებული რეფორმების შედეგი", - აღნიშნა ნათია თურნავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42