"მოსამართლეობის 6 კანდიდატის შერჩევის პროცესში კვლავ ხარვეზები გამოვლინდა" - სახალხო დამცველი
პოლიტიკა - 15:22, 27 Dec, 2019     649

სახალხო დამცველის პარლამენტისათვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 6 კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"გუშინ, 26 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 6 კანდიდატი წარუდგინა. შერჩევის პროცესში კვლავ ის ხარვეზები გამოვლინდა, რომელთა შესახებაც სახალხო დამცველი წინა ეტაპებზე მიუთითებდა.

აღნიშნული 6 კანდიდატის შერჩევა გამომდინარეობს პარლამენტის მიერ ამა წლის 12 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილებიდან, რომლითაც 14 კანდიდატი განწესდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ. დარჩენილი 6 ვაკანსიის ფარგლებში, კანდიდატები გამოვლინდნენ 32 კანდიდატს შორის, ფარული კენჭისყრით, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე.

კენჭისყრაში სულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 13 წევრი მონაწილეობდა. ხმების დათვლისას გამოვლინდა 7 ბიულეტენი, სადაც 32-დან ზუსტად ერთი და იგივე 6 კანდიდატი იყო შემოხაზული. ყველა მათგანი გადავიდა მომდევნო ეტაპზე და იმავე დღეს გამართული კენჭისყრით, საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის 2/3-ის მხარდაჭერით, წარედგინა საქართველოს პარლამენტს. 6 კანდიდატიდან 5-მა მიიღო საბჭოს 10 წევრის მხარდაჭერა, 1-მა (გიორგი ტყავაძემ) კი - 11.

6-ვე კანდიდატმა მიმდინარე წლის ზაფხულში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრება გაიარა და შეფასდა ქულებით, 1 კანდიდატი (პაატა სილაგაძე) კი უკვე იყო წარდგენილი პარლამენტისთვის, გასაუბრება გაიარა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, თუმცა ვერ მიიღო საკმარისი მხარდაჭერა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად. 48 კანდიდატის ჯამში, მიღებული ქულებით, აღნიშნული 6 კანდიდატი იკავებდა მე-14, მე-19, 21-ე, 27-ე, 30-ე და 32-ე სარეიტინგო ადგილს. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს პარლამენტისათვის არც პირველ ეტაპზე და არც ახლა არ წარუდგენია კანდიდატები, რომლებიც იკავებდნენ მე-13, მე-17, მე-18, 25-ე, 28-ე, 29-ე და 31-ე სარეიტინგო ადგილს. აღნიშნული ცხადყოფს, რომ კანდიდატთა კომპეტენტურობის ქულებით შეფასების მიუხედავად, ქულების რაოდენობა არ იყო განმსაზღვრელი ფაქტორი კანდიდატების შერჩევისას. ამავდროულად, ქულების ანონიმურად და დაუსაბუთებლად მინიჭების გამო, იმის თქმაც რთულია, რომ ყველაზე მაღალი ქულების/შეფასების მქონე კანდიდატები სხვა კანდიდატებზე უკეთესები არიან კომპეტენტურობითა და კეთილსინდისიერებით.

სახალხო დამცველი საკონსტიტუციო სასამართლოში დავობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებული ნორმების კონსტიტუციურობაზე. იმ პირობებში, როდესაც ხარვეზიანია მოქმედი კანონმდებლობა და სერიოზული პრობლემები ვლინდება მისი აღსრულების ეტაპზე, პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებების გაზიარება კიდევ უფრო მეტად დამაზიანებელ ზემოქმედებას ახდენს ქვეყანაში მართლმსაჯულების მდგომარეობაზე" - აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42