იმ უმთავრესი პრობლემების შესახებ, რომლის გადაწყვეტა ვერცერთმა ხელისუფლებამ დღემდე ვერ შეძლო; ანუ რა რეალური ცვლილებები სჭირდება ჩვენს ხალხს მომავალ 2020 წელს! - „დამოუკიდებელ ექსპერტთა ასოციაცია“
პოლიტიკა - 15:15, 27 Dec, 2019     940

„დამოუკიდებელ ექსპერტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ - გელა კვაჭანტირაძემ გააკეთა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პროცესების წლის შემაჯამებელი განცხადება:

„დამდეგ 2020 წელს ჩვენი საზოგადოება უკიდურესად პოლარიზებულ მდგომარეობაში ხვდება. ქვეყანაში შექმნილ ძალიან მძიმე პოლიტიკურ და სოციალურ - ეკონომიკურ სიტუაციაში ივანიშვილის ხელისუფლება საზოგადოებას ვერ სთავაზობს რაიმე პოზიტიურ დღის წესრიგს და ის მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იბრძვის. მმართველი პარტიის ბრძოლა უკვე გასცდა ყველა დასაშვებ კანონიერ თუ მორალურ ნორმებს და მიუხედავად საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოების მხრიდან არაერთი გაფრთხილების და მოწოდებისა, ხელისუფლების ქმედებებმა აშკარად გამოკვეთილი ანტიდემოკრატიული, რეპრესიული ხასიათი მიიღო.

მართალია ქვეყნის ოპოზიციურმა ძალებმა შეძლეს წინააღმდეგობის მოძრაობის ერთიან საკოორდინაციო სივრცეში მოქცევა, რაც რა თქმა უნდა ზრდის მათი ბრძოლის ეფექტურობას, მაგრამ ერთიანი პოზიტიური დღის წესრიგის არქონა, ჩემი აზრით, მნიშვნელოვნად ართულებს ამ ბრძოლის მთავარი მიზნის მკაფიოდ აღქმას და ფართო საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერის ძლიერი მოტივაციის გამოკვეთას.

იმ სიტუაციაში, როცა ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი უკიდურესი გაჭირვების გამო ყოფნა-არყოფნის ზღვარზეა, როცა სახელისუფლებო პროპაგანდისტული მანქანა მხოლოდ წინა ხელისუფლების დემონიზაციითაა დაკავებული და ახდენს საზოგადოების გახლეჩას, ურთიერთ დაპირისპირებას, პრაქტიკულად არ გააჩნია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების არანაირი გეგმა, როცა ხელისუფლება ქვეყნის მოსახლეობას მომავლის ვერანაირ იმედს ვერ აძლევს და მხოლოდ ქვეყნიდან მასობრივად გადახვეწას სთავაზობს, ამ დროს აუცილებელია რომ მოსახლეობამ ოპოზიციის მხრიდან მკაფიოდ დაინახოს უსამართლობასთან ბრძოლის შედეგად მისაღწევი მკაფიო პოზიტიური მიზანი. ეს მიზანი ოპოზიციამ უნდა ჩამოაყალიბოს და საზოგადოებას შესთავაზოს კონკრეტული ანტიკრიზისული გეგმის სახით, როგორც ქვეყნის და თითოეული ჩვენი მოქალაქის ფიზიკურად გადარჩენის რეალური შანსი და მიზანი.

სერიოზული ანტიკრიზისული გეგმის ჩამოყალიბება და მის ირგვლივ ოპოზიციური სპექტრის საერთო თანხმობის მიღწევა იოლი საქმე არ იქნება, რადგან ამ გეგმაში უნდა შევიდეს ისეთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებიც, რომელთა გადაწყვეტა აქამდე ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო და რომლის გადაწყვეტა ქვეყანაში საკმაოდ მოკლე დროში რადიკალურად შეცვლის სიტუაციას უკეთესობისკენ.

„დამოუკიდებელ ექსპერტთა ასოციაციას“ მიაჩნია, რომ ანტიკრიზისულ გეგმაში აუცილებლად უნდა შევიდეს ისეთი ფუნდამენტური საკითხების გადაწყვეტა, როგორიცაა:

1. სახელისუფლებო ხარჯების რადიკალურად შემცირება და მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ნაწილის (უმწეოთა) ფიზიკურად გადარჩენის გადაუდებელი სახელმწიფო პროგრამის შექმნა

2. ქვეყანაში სამართლიანი საარჩევნო სისტემის ფორმირება და კონკურენტული, დემოკრატიული საარჩევნო გარემოს შექმნის უზრუნველყოფა

3. ქვეყანაში დამოუკიდებელი, სამართლიანი სასამართლო სისტემის შექმნა

4. ქვეყნის „ძალოვანი“ - სამართალდამცავი და უსაფრთხოების სისტემების სტრუქტურულ-ფუნქციონალური რეფორმა, რომელიც მაქსიმალურად გამორიცხავს ნებისმიერი ხელისუფლების მიერ ძალაუფლების უზურპაციას და ამ მიზნით სისტემის რეპრესიულ იარაღად გამოყენებას

5. ქვეყნის „ინდუსტრიული რევოლუცია“ და განვითარების ახალი, თანამედროვე ეკონომიკური პოლიტიკის შექმნა. მდგრადი განვითარების პოლიტიკის შექმნა და პრიორიტეტიზაცია (ხელისუფლების ცენტრალური და ადგილობრივი მართვის სისტემების დეცენტრალიზაცია, ოპტიმიზაცია, საბიუჯეტო რეფორმა და ა.შ.)

6. ქვეყნის მეცნიერების, ინოვაციების და განათლების ფუნდამენტური რეფორმა. სისტემური განვითარების ახალი, თანამედროვე პოლიტიკის შექმნა და ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკასთან მისი სისტემური ინტეგრაცია

7. განვითარებაზე ორიენტირებული, დაბალანსებული, მიზნობრივი სოციალური პოლიტიკის ჩამოყალიბება და ა.შ.

„დამოუკიდებელ ექსპერტთა ასოციაციას“ მიაჩნია, რომ ოპოზიციური სპექტრის ავანგარდმა უნდა შეძლოს თავი დააღწიოს რეფორმების ზოგიერთ მოძველებულ კლიშეებს, ზედაპირულ, ლოზუნგურ რეცეპტებს და საზოგადოებას შესთავაზონ სისტემური ტრანსფორმაციის ღრმა, რადიკალური გეგმა, რომელიც კონკრეტულ პოზიტიურ შედეგებზე იქნება ორიენტირებული. ვფიქრობ მომავალ 2020 წელს ესაა ქვეყნის მოსახლეობის რეალური მოლოდინი და ამ მოლოდინის აღსრულებაში მზად ვართ ჩვენც აქტიურად ჩავერთოთ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42