ხელვაჩაურის მერიამ 20 მახათი შეიძინა, მიზანი ამ დრომდე უცნობი
პოლიტიკა - 13:41, 27 Dec, 2019     2368
„ფლანგვის დეტექტორის“ ინფორმაციით, ხელვაჩაურის მერიამ 20 მახათი შეიძინა, მიზანი ამ დრომდე უცნობია:

"2019 წლის მარტში ხელვაჩაურს მერიამ საოფისე მანქანა - დანადგარებისა და აღჭურვილობსი, საკანცელარიო ნივთების შესაძენად ტენდერი წელს პირველად გამოაცხადა, თუმცა დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზების გამო მასში მონაწილე კომპანიების დისკვალიფიკაცია მოხდა და ტენდერი ჩავარდა. ზუსტად იგივე ტენდერი მერიამ აპრილში კიდევ ერთხელ გამოაცხადა. ეს ტენდერიც იმავე შედეგით დასრულდა - მონაწილეთა დისკვალიფიკავია ტექნიკური ხარვეზების გამო მათ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში.

2019 წლის 7 ივნისს ხელვაჩაურის მერიამ ტენდერი გამოაცხადა საოფისე მანქანა - დანადგარებისა და აღჭურვილობსი, საკანცელარიო ნივთების შესაძენად. ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 17 ივნისამდე გაგრძელდა, თუმცა ტენდერი ჩავარდა მასში მონაწილე კომპანიის მხრიდან ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოდგენისას არსებული ხარვეზის გამო.

ზუსტად ასეთივე ტენდერი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ 9 აგვისტოს კიდევ ერთხელ გამოაცხადა. ამჯერად ტენდერში სამი კომპანია მონაწილეობს (ერთ-ერთი წინა ტენდერშიც მონაწილეობდა). ამ ტენდერში გამარჯვებულად კომპანია შპს მადრიდი გამოცხადდა, რომელიც მოგვიანებით დისკვალიფიცირებულ იქნა. მეორე პრეტედენტი კი, შპს “ანსა,“ ჯერ დისკვალიფიცირებულ იქნა, ხოლო შემდგომ, ოქმი N4-ის საფუძველზე, ოქმი N3-ის გადაწყვეტილება დისკვალიფიკაციის შესახებ გაუქმდა.

წელს ხელვაჩაურის მერიამ აღნიშნულ შესყიდვის კატეგორიაზე (30100000) ტენდერი მეოთხედ გამოაცხადა და მეოთხე ტენდერიც ჩაშლის საფრთხის წინაშე იყო. საბოლოოდ შპს ანსამ მოახერხა ყველა სატენდერო დოკუმენტაციის სწორად წარმოდგენა და ოქმი N9-ის საფუძველზე ხელშეკრულების გაფორმებაც გადაწყდა. ტენდერის ჯამური ღირებულება (მახათები და საკანცელარიო ნივთები) 22,981 ლარია.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია, სხვა აღჭურვილობასთან ერთად, ფაქტობრივად მთელი წლის განმავლობაში 20 დიდი მახათის შეძენასაც ცდილობდა, რაც საბოლოოდ წარმატებით შეძლო"- წერია განცხადებაში.

„ფლანგვის დეტექტორი" ოფიციალურ დოკუმენტებსაც აქვეყნებს, რომელიც შეგიძლიათ ნახოთ აქ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42