ტელეკომპანიების წარმომადგენლები და აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ჟურნალისტიკის რესურსცენტრის თავმჯდომარე ნათია კუპრაშვილი ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს შეხვდნენ.
შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.
მანამდე კი, ინგა გრიგოლიამ ფინანსთა მინისტრთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა, როგორც ტვ. პირველის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, ფინასთა მინისტრმა თქვა, რომ ეს (ინკასოს დადება) იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება.
„მაჭავარიანს წამოცდა კი არა, თქვა, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება“ - აცხადებს გრიგოლიამ, რომელმაც შეხვედრა 10 წუთში დატოვა.
"კაცს საერთოდ არ არინტერესებდა ჩევნ რატომ ვიყავით აქ მოსულები. ჩვენ თავზე კი არ გვესაუბრებოდა, გველეპარაკებოდა წლების განმავლობაში რატომ დაედო "რუსთავი 2"-ს დავალეიენბა, როგორ დაედო "იმედს". მაჭავარიანს წამოცდა კი არა, თქვა, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ახსენა სტრასბურგი... "- აცხადეს ჟურნალისტი.
გრიგოლია ამბობს, რომ მან მინისტრს ჰკითხა დაისაჯნენ თუ არა ტელეკომპანიების წარმ,ოამდგენლები, რომლებმაც ბიუჯეტი დააზარალეს, რაზეც მისივე თქმით, მაჭავარიანმა აგდებული პასუხი გასცა.
"აგდებულად მითრხა, ვისი პასუხისმგებლობაც გინდათ იმის დააყენეთო. შემდეგი კითხვა რომ დავუსვი, საერთოდ არ მისმენდა, თავის თემებში იყო."- თქვა გრიგოლიამ.
მასალის გამოყენების პირობები






