ვაჟა გაფრინდაშვილის საქმესთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა - ექიმის ოჯახი 29 დეკემბერს აქციას გამართავს
პოლიტიკა - 12:05, 27 Dec, 2019     595

ოკუპანტების მიერ უკანონოდ გატაცებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის ინიციატივით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელსაც კოორდინაციას ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი დირექტორი გიორგი კეკელიძე გაუწევს - ამის შესახებ, ოჯახის წევრებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

მათივე თქმით, 29 დეკემბერს აქცია-პერფორმანსი გაიმართება.

ოჯახის ინიციატივით, საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციის მიზნით, შეიქმნა მუშა ჯგუფი, რომელსაც კოორდინაციას გაუწევს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი და ჩვენი ოჯახის მეგობარი გიორგი კეკელიძე. ჯგუფში საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები და საზოგადოების აქტიური წევრები იქნებიან გაერთიანებული. ახლა საჭიროა, ლოზუნგებისგან და პოპულიზმისგან დაცლილი, ფრთხილი და ზუსტი მუშაობა, ცხადია, სახელმწიფოებრივი ინტერესის დაცვით. ერთი მხრივ, ეს იქნება მუდმივი და კოორდინირებული კავშირი საზოგადოებასთან, სახელმწიფო ინსტიტუციებს ან დიპლომატიურ კორპუსთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ბიზნეს ჯგუფებთან კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად; მეორე მხრივ, გაიმართება სიმბოლური აქციები, რომელიც ყოველდღიურად შეგვახსენებს ამ საკითხის მნიშვნელობას და აქტუალურობას. დღეს, შვიდ საათზე წიგნის საახალწლო ფესტივალზე ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად იკრიბებიან მწერლები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ასევე სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოები, ასევე სხვადასხვა რელიგიური გაერთიანების წარმომადგენლები და ეთნიკური უმცირესობები. ამას გარდა, ჩვენ გადავწყვიტეთ, გავმართოთ აქცია-პერფორმანსი „ჩვენი სიფხიზლისთვის“. 29 დეკემბერს საქართველოსა და მსოფლიოში, სადაც ქართველი ემიგრანტები ცხოვრობენ, თავისუფლების სიგნალი გაისმება. 19:00 საათზე ყველა ქალაქსა და სოფელში, ვისაც ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობა გაღელვებთ, უბრალოდ დაასიგნალეთ საკუთარი ავტომობილიდან" - აღნიშნავენ ოჯახის წევრები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42