იტალიური ნაძვის ხის შემდეგ მილანური სკამი - დედაქალაქის მერმა ვაკეში დასადგამად სკამი სწორედ იტალიაში შეუკვეთა.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური ინფორმაციით, თბილისის მერიამ 1, 800 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.
კახა კალაძის გადაწყვეტილებით, თბილისში, ჭავჭავაძის განახლებულ გამზირზე უნდა დაიდგას 155 ქუჩის სკამი. ერთი სკამის ღირებულება კი, 12 000 ლარია.
ოპოზიცია მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში კორუფციის ნიშნებს ხედავს და პროკურატურას კალაძის გადაწყვეტილების შესწავლისკენ მოუწოდებენ.
ხელისუფლების ოპონენტებისთვის გაუგებარია, რატომ უნდა გადაიხადოს მერიამ მოსახლეობის ბიუჯეტიდან კოლოსალური თანხა, მაშინ როდესაც მარტივად შეიძლება სკამები ქართულ კომპანიებს დაუკვეთონ და ერთ სკამში 12 000 ლარიის ნაცვლად 500 ლარი გადაიხადონ.
ცნობისთვის, თბილისის მთავარი ნაძვის ხე, რომელზეც დედაქალაქის მერიამ თითქმის 1 მილიონი ლარი დახარჯა და იტალიიდან ჩამოიტანა კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა.
ნაძვის ხის სიმაღლე 25 მეტრია და 33 000 ცალი ნაძვის ხის მწვანე ტოტითა და LED განათებებითაა გაფორმებული.
ნაძვის ხის გარდა, მერიამ წელს საახალწლო დეკორაციებისთვის განათებებიც შეიძინა. საახალწლო დეკორაციებში თბილისის მერიამ 1 249 999 ლარი დახარჯა.
დედაქალაქის მოსახლეობის დიდ ნაწილს აღნიშნული ნაძვის ხე არ მოსწონს და კალაძეს საყვედურობს გადახდილი მილიონის გამო.
მასალის გამოყენების პირობები






