ხელისუფლება კლინიკებს დაგროვილ დავალიანებებს რამდენიმე თვეა არ უხდის.
ბიძინა ივანიშვილის სტომატოლოგი, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კი მედიკოსების პრობლემებს გულგრილად უყურებს.
კლინიკა "გულის" ხელმძღვანელი, ანზორ მელია სრულ პარუსხისმგებლობას ჯანდაცვის სამინისტროს აკისრებს.
"კლინიკები, რომლის ხელმძღვანელებმა ღია წერილი გავუგზავნეთ პრემიერ-მინისტრს, აღვმონდით შავ სიაში. ახალი წელი მოდის, თუმცა მათ ერთი თეთრიც კი არ აქვთ. ჯანდაცვის სამინისტრო 7 თვეა დავალიანებებს არ გვირიცხავს"- აცხადებს მელია.
კლინიკა "გულის" ხელმძღვანელი ამბობს, რომ ჯანდაცვის ახალი მინისტრი ქართული მედიცინის დასანგრევად მოვიდა.
ანზორ მელია ინტერესდება, რომელი ინსტიტუტი დაამთავრა ეკატერინე ტიკარაძემ.
"ვიცი, რომ რაღაც მესამეხარისხოვანი ინსტიტუტი აქვს დამთავრებული. ამის შესახებ ჩვენამდე მოდის ხმები, რომ განათლება ონლაინ რეჟიმში აქვს მიღებული ავსტრიაში თუ სადღაც. ზემოდან გვიყურებს ძალიან დამამცირებლად. პირადად მე, კარდიოლოგიაში 44 წლის სტაჟი მაქვს. ჩემი ცხოვრება ამ კლინიკაში გავატარე. დღე და ღამე აქ ვარ. რა უფლება აქვს ან მე ან ჩემს კოლეგებს ზემოდან უყუროს. შეხვედრები მას არ უნდა, დალაპარაკება არ უნდა. ამ ქალს ძალიან ბევრი უფლებები აქვს. მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, რომ შეაჩეროს დროზე და მოაშორონ ეს ქალი ექიმებს"- აცხადებს მელია.
კლინიკებში არსებული მძიმე ფინანსური კრიზისზე საუბრობენ სხვა მედიკოსები. წარმატებული ქირურგი ნოდარ ხმალაძე ხელისუფლებას და ჯანდაცვის მინისტრს შემდეგი ეპითეტებით მიმართავს:
“ხელისუფლება კი არა,ღორების ბრიგადაა!!! ვინც მიცნობს კარგად იცის, ვმუშაობ ყოველ დღე, ლამის სიცოცხლეს ვათავებ საოპერაციოში. ეს ნაგვები ექიმს რო ხელფასს არ მისცემ ახალი წლის წინ ოჯახს რო მიხედოს, ბანკის ვალები გადაიხადოს და ა. შ. და რამდენია ჩემსავით, და არა მარტო ექიმები, რით ვერ გაძეხით თვე მართლა ღორებო!!!!"- წერს ქირურგი.
რაც შეეხება ტიკარაძის უწყებას, ის კლინიკებში არსებული მძიმე ფინანსური კრიზისის შესახებ ოფიციალურ განმარტებას ამ დრომდე არ აკეთებს.
მასალის გამოყენების პირობები






