"ნავთობისა და გაზის კორპორაცია 2020 წელს მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას გეგმავს" - თურნავა
პოლიტიკა - 12:06, 26 Dec, 2019     559

კორპორაციის წლიური ანგარიში და სამომავლო გეგმების პრეზენტაცია დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა. შეხვედრას დაესწრნენ მინისტრი ნათია თურნავა, მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი და აგრეთვე კორპორაციის პასუხისმგებელი პირები.

კორპორაციის გენერალური დირექტორის, გიორგი ბახტაძის განცხადებით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კორპორაცია ფინანსურ წელს მნიშვნელოვანი მოგებით ასრულებს. მან ასევე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ J.P. Morgan-მა საქართველოში ძირითად ემიტენტებთან ვიზიტის შემდგომ 2019 წლის 11 ივნისს გამოაქვეყნა პრეს-რელიზი, რომლის მიხედვით კორპორაცია შეაფასა ყველაზე მაღალი სანდოობის მქონე კომპანიად, ხოლო საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ ამავე წლის 15 ოქტომბერს კორპორაციას გრძელვადიანი რეიტინგი „BB -"- მდე გააუმჯობესა და პერსპექტივა სტაბილურად შეაფასა.

პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ ნავთობისა და გაზის კორპორაცია წარმოადგენს მთავარ ინსტრუმენტს ბუნებრივი გაზის მიწოდების საიმედოობის უზრუნველყოფის საქმეში. ამასთან, კორპორაცია არის საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ნავთობის და გაზის უმნიშვნელოვანეს სატრანზიტო პროექტებში და აგრეთვე აქვს ეროვნული ნავთობის კომპანიის სტატუსი. კორპორაცია პროდუქციის განაწილების ხელშეკრულებებში წარმოადგენს სახელმწოფო ინტერესს.

გიორგი ბახტაძის განცხადებით, კორპორაციამ სრულად უზრუნველყო თბილისის აღმოსავლეთით მდებარე „გარდაბნის თბოსადგური 2"-ის მშენებლობის დაფინანსება. ეს არის კომბინირებული ციკლის, თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 230 მგვტ. დადგმული სიმძლავრის მქონე სადგური, რომელიც სრულად 2020 წლის დასაწყისში შევა ექსპლუატაციაში და საქართველოს ერთიან ელექტროსისტემას სტაბილურად მიაწვდის ელექტროენერგიას.

კორპორაციის კიდევ ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა საქართველოს ტერიტორიაზე მაგისტრალური გაზსადენების მშენებლობა/რეაბილიტაცია და ქვეყნის იმ რეგიონების გაზიფიკაცია, სადაც გაზის მიწოდება არასდროს ყოფილა, მაგალითად ერთ-ერთი ასეთი რეგიონია აჭარის მთიანეთი. გიორგი ბახტაძის ინფორმაციით, მხოლოდ 2019 წელს კორპორაციამ 97 კმ. სიგრძის გაზსადენის მშენებლობა დაასრულა.

რაც შეეხება სამომავლო პროექტებს, 2020 წელს დაგეგმილია „გარდაბანი3"-ის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის პროექტზე მუშაობის დაწყება. აღნიშნული სადგურისთვის გამოყენებული იქნება ახალი მოდიფიკაციის ტურბინები, რომლებსაც ექნება აქამდე წარმოებულ ტურბინებზე უფრო მაღალი ეფექტურობა, შესაბამისად ბუნებრივი გაზის უფრო ნაკლები დანახარჯი ყოველ გენერირებულ კვ/სთ ელექტროენერგიაზე.

ასევე, 2020 წელს დაგეგმილია EPC (პროექტირება, შესყიდვები, მშენებლობა) კონტრაქტორის შერჩევა მიწისქვეშა გაზსაცავის მასშტაბური პროექტისათვის. ამ პროექტსაც ახორციელებს ნავთობისა და გაზის კორპორაცია. გაზსაცავის მშენებლობის დასრულება დაგეგმილია 2024 წელს.

2020 წლის აპრილში დაგეგმილია არსებული ევროობლიგაციების რეფინანსირება, რომლის ფარგლებშიც მოხდება 300 მლნ. ევროს მოცულობის ევროობლიგაციების გამოშვება და ამ სახსრებით არსებული 250 მლნ აშშ დოლარის ობლიგაციების სრული გამოსყიდვა.

პრეზენტაციის ბოლოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ დადებითად შეაფასა კორპორაციის მიერ გაწეული საქმიანობა 2019 წელს. მისი თქმით, „კორპორაციის წარმატებულ საქმიანობაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაც. ნავთობის და გაზის კორპორაცია კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს წარმატებული და მომგებიანი სახელმწიფო საწარმო. კორპორაციის უშუალო ჩართულობით და მონაწილეობით უმნიშვნელოვანესი ენერგოობიექტები შენდება და აგრეთვე მიმდინარეობს არსებული ობიექტების რეკონსტრუქცია, რაც საბოლოო ჯამში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის და უსაფრთხო და უწყვეტი ენერგომომარაგებისთვის" - განაცხადა ნათია თურნავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42