"სახელმწიფო საწარმოების მართვის ეფექტიანობის გაზრდის მიმართულებით რეფორმები გრძელდება" - ეკონომიკის მინისტრის მოადგილე
პოლიტიკა - 10:07, 26 Dec, 2019     460

„სახელმწიფო საწარმოების მართვის ეფექტიანობა", - ასე ჰქვია თემატურ მოკვლევას, რომლის პრეზენტაციასაც ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე დაესწრო. პრეზენტაცია სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ინიციატივით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამართლის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა.

მოკვლევის პრეზენტაცია წარმოადგინა თემატური ჯგუფის ხელმძღვანელმა, პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა. მან დეტალურად ისაუბრა მოკვლევის მნიშვნელობაზე და წარმოადგინა რეკომენდაციები, რომლებმაც უნდა გააუმჯობესოს სახელმწიფო საწარმოთა მართვის ეფექტიანობა და ხელი შეუწყოს სახელმწიფო საწარმოთა მართვასთან დაკავშირებული ხარვეზების აღმოფხვრას.

„სახელმწიფოსაწარმოების მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესების კუთხით ბოლო წლებში კომპლექსური რეფორმები გატარდა. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საწარმოების მართვის გაუმჯობესების და მათი ფუნქციონირების მონიტორინგის კუთხით. ცალკე აღსანიშნავია ოპტიმიზაციის პროცესი, რის შედეგად, 1300 საწარმოდან, რომელიც 2013 წლისთვის ფუნქციონირებდა, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მეშვეობით სახელმწიფო პარტნიორის უფლებამოსილებას დღეს მხოლოდ 98 საწარმოში ახორციელებს," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ. ეკატერინე მიქაბაძემ დადებითად შეაფასა პარლამენტის თემატური მოკვლევის ჯგუფის მიერ გაწეული საქმიანობა სახელმწიფო საწარმოთა მართვის ეფექტიანობის შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების მომზადების შესახებ.

„ჩვენ მაქსიმალურად დავაჩქარებთ უმოქმედო სახელმწიფო საწარმოების პრივატიზების პროცესს. ასევე ჩვენი გეგმაა, მაჟორიტარული წილის მფლობელებს შევთავაზოთ წილები იმ საწარმოებში, სადაც ჩვენ მინორიტარულ წილებს ვფლობთ. ჩვენ აქტიურად დავიწყებთ სტრატეგიული მნიშვნელობის სახელმწიფო საწარმოების შემთხვევაში კორპორატიული მართვის პრინციპების დანერგვას მათი მართვის ეფექტიანობის გაზრისათვის," - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ. მისი თქმით, მოკლე პერიოდში, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საზოგადოებას წარუდგენს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებულ და საქართველოს ეკონომიკის სპეციფიკის გათვალისწინებით განსახორციელებელ სამოქმედო გეგმას.

პრეზენტაციაზე ასევე აღინიშნა, რომ თემატური მოკვლევის ჯგუფი მონიტორინგს გაუწევს იმ რეკომენდაციების შესრულებას, რომელიც ჯგუფის შეხვედრების ფარგლებში მომზადდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42