"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის თინა ბოკუჩავას თქმით, სალომე ზურაბიშვილი არის პრეზიდენტი, რომელსაც საპრეზიდენტო სკამი ივანიშვილმა უყიდა.
მისივე თქმით, ხელისუფლებას არცერთი პრობლემის მოგვარება არ შეუძლია.
"უპირველესი და სტრატეგიული პრობლემა, რომელიც ქვეყანას უქმნის სერიოზულ საფრთხეს არის ოკუპაცია და არ შეიძლება მისი გათანაბრება, თუ ღიად ქვეყნის მოღალატე მოქალაქე არ ხარ, ნებისმიერ სხვა პრობლემასთან, თუნდაც საზღვრის დემარკაციის პრობლემასთან, მეგობრულად განწყობილ ქვეყანასთან, როგორიც არის აზერბაიჯანი. ამ პრობლემის მოგვარება შეიძლება პოლიტიკურ ფორმატში, მაგრამ სამწუხაროდ, ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც არც მეგობრულად განწყობილ და არც მტრულად განწყობილ სახელმწიფოებთან პრობლემების მოგვარების რესურსი არ გააჩნია. განსაკუთრებით ამის რესურსი არ გააჩნია ე.წ. პრეზიდენტს, რომელიც არის ბუტაფორია და საპრეზიდენტო სკამი ივანიშვილმა უყიდა. ნებისმიერ საკითხს, რომელსაც ის ეკარება აფუჭებს, სკანდალად აქცევს და სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს" - აღნიშნა ბოკუჩავამ.
მასალის გამოყენების პირობები






