ცოტნე გამსახურდიას ოჯახი განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 13:39, 25 Dec, 2019     1549

ცოტნე გამსახურდიას ოჯახი განცხადებას ავრცელებს და მედიას საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს.

"სიუჟეტში ასევე მტკიცებით ფორმაში იყო საუბარი, რომ ცოტნე გამსახურდია, თავიდანვე აგრესიით გამოირჩეოდა ბრალდებულების მიმართ და რომ ისინი ცდილობდნენ სიტუაციის განეიტრალების მიზნით, გარიდებოდნენ ცოტნე გამსახურდიას, თუმცა იგი დაეწია მათ, რის შემდეგაც კონფლიქტი გამწვავდა. სიუჟეტში გამოყენებული იყო ისეთი ფრაზები, როგორიცაა: „ახლა უკვე თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ცოტნე გამსახურდია დაკავებული პირების მიმართ, მთელი დღის განმავლობაში იყო საკმაოდ აგრესიული.” და „ცოტნე გამსახურდია დაეწია მათ (ბრალდებულებს) და ჩვენებების მიხედვით იგი გამოირჩეოდა აგრესიით.”

საზოგადოებას გვსურს განვუმარტოთ, რომ ეს ვერსია წარმოადგენს ბრალდებულების ვერსიას და საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ნეიტრალური სუფრის მოწმის ჩვენება, რომელიც დაადასტურებს, რომ კონფლიქტის ინიციატორი სწორედ ცოტნე გამსახურდია იყო. ჩვენთვის ასევე მიუღებელია სიუჟეტის ის ნაწილი, სადაც ასევე მტკიცებით ფორმაში ხდება მინიშნება, რომ ბრალდებულები სიტუაციის განეიტრალებას ცდილობდნენ, თუმცა ცოტნე გამსახურდიამ მათ ამის საშუალება არ მისცა.

მიგვაჩია, რომ ასეთი შინაარსის სიუჟეტები, არის საზოგადოების შეცდომაში შემყვანი და ახდენს ცოტნე გამსახურდიას დისკრედიტაციას. ასევე ვფიქრობთ, იმ მოცემულობაში, როდესაც ცოტნე გამსახურდია იბრძვის სიცოცხლისათვის, ბრალდებულების ვერსიის უაპელაციოდ გაზიარება და ჭეშმარიტებად წარმოჩენა, არ ჯდება არც ჟურნალისტურ სტანდარტში და სცდება ელემენტარულ მორალურ საზღვრებს.

მოვუწოდებთ მასმედიის საშუალებებს, მაქსიმალურად ობიექტურად მოახდინონ თემის გაშუქება და ნებსით თუ უნებლიედ ნუ შეუწყობენ ხელს ცოტნე გამსახურდიას დისკრედიტაციას. მით უფრო მისი ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, როდესაც მისი პოზიციის დაფიქსირება ობიექტური მიზეზების გამო ვერ ხერხდება.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ ვიდრე ცოტნე გამსახურდია თავად არ გააკეთებს განმარტებებს ან არ იქნება შესაბამისი მტკიცებულებები, არ გამოვრიცხავთ არც ერთ ვერსიას, მათ შორის არც პოლიტიკურ ანგარიშსწორებას და არც მის მიმართ განხორციელებულ, წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციას. თუმცა ამავე დროს, არ გვსურს თემით სპეკულაცია და ველოდებით ცოტნე გამსახურდიას გამოჯანმრთელებას.

ცოტნე გამსახურდიას ოჯახი, კიდევ ერთხელ უხდის მადლობას საზოგადოებას და მედიის საშუალებებს გამოჩენილი თანაგრძნობისა და ყურადღებისათვის და ვიტოვებთ იმედს, რომ მომავალში მსგავსი გაუგებრობა თავიდან იქნება აცილებული" - აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42