საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან ამერიკის ყოფილი ელჩები, კენეტ იალოვიცი და ულიამ კორტნი. იალოვიცი აცხადებს, რომ ქვეყანაში მესიების დრო უნდა დასრულდეს- ეს ადამიანები იყვნენ ბატონი გამსახურდია, , ბატონი შევარდნაძე, ბატონი სააკაშვილი და ახლა ივანიშვილი.
„ეს საქართველოს პოლიტიკური სისტემის შედეგია და საქართველოს შიდა საქმეა, მაგრამ მე ის მაწუხებს, რომ ბატონი ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარეა, მაგრამ ის არჩეული ოფიციალური პირი არ არის“ ,- აცხადებს კენეტ იალოვიცი.
იგი აგრეთვე საპრეზიდენტო არჩევნებსაც ეხმიანება და აცხადებს, რომ იყო რამდენიმე ელემენტი, რომელიც წინგადადგმულ ნაბიჯად არ ჩაითვლება. “მას შემდეგ რამდენიმე რამ მოხდა, გავრილოვის საქმე ბევრი კუთხით ძალიან სამწუხარო მოვლენა იყო, მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის, მათ შორის, რეზინის ტყვიების გამოყენება, რომლის გამოც ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა, ნეგატიურ ფაქტად აღიქმება. მიმაჩნია, რომ ძალის გამოყენების ხარისხი იყო არაპროპორციული“ ,- აცხადებს ამერიკის ხმასთან ინტერვიუში კენეტ იალოვიცი.
უილიამ კორტნის თქმით, მთავარი არის არა ის, თუ რა სისტემა გაქვს, არამედ ის, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს. „საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებო, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი დამკვირვებლების შეფასებით, არ იყო სამართლიანი და თავისუფალი. დასავლეთში კი საქართველოს რეპუტაციისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მომავალი არჩევნები სამართლიან გარემოში ჩატარდეს“ ,- აცხადებს ამერიკელი დიპლომატი.
მასალის გამოყენების პირობები






