ვაკე 400 ლარი, ისანი 150 ლარი - თბილისის მერმა სოციალურად დაუცველების დახმარებები უბნების მიხედვით დაყო.
ცვლილებები 2020 წლის ბიუჯეტში შევა. ყველაზე ღარიბებისთვის სახელმწიფო შემწეობა იმაზე იქნება დამოკიდებული თუ, სოციალურად დაუცველი პირი რამდენად პრესტიჟულ უბანში ცხოვრობს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი კახი კალაძეს დისკრიმინაციაში ადანაშაულებს.
"მართლა სამარცვინოა, რომ რა დონის პატარა კაცი უნდა იყო, რომ თბილისის ბიჯეტს ამტკიცებდე და რაიონების მიხედვით დაყო თბილისელები, ამას მე არ ვყვები ის ბიჯეტი ყვება, რომელიც კალაძემ შემოიტანა. ახლა იტყვის, რომ არ წაუკითხავს და არ იცის, ვთავაზობთ, რომ ჯერ წაიკითხოს გადახედოს და წლის ბოლოს დაამტკიცოს. პირდაპირ დისკრიმინაციაა და ადამიანები დაყო, ვაკელებად, საბურთალოელებად და ვარკეთილელებად რაც ყოვლად მიუღებელია" - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






