ზურაბიშვილი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიპლომატების ჩართულობაზე - "ეს არის ნეოკოლონიალური მიდგომების გაგრძელება"
პოლიტიკა - 09:27, 25 Dec, 2019     2053

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილი დასავლეთის მხრიდან ბოლო პერიუოდში გახშირებულ კრიტიკაზე კომენტარს აკეთებს. საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალი ხედვისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ზურაბიშვილმა თქვა: "სჯობს, ჩვენ თვითონ გადავწყვიტოთ, ვიდრე ყველაფერში გვჭირდებოდეს უცხოელების ჩართვა და ჩართულობა. მაგრამ თუ ისინი მიაღწევენ, ამასაც მივესალმები".

ზურაბიშვილი საარჩევნო თემატიკაზე საუბრისას აცხადებს, რომ მან ოპოზიციას პრეზიდენტის პლატფორმა არაერთხელ შესთავაზა.

"არაერთხელ შევთავაზე ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ ჩემი პლატფორმა, ეს ადგილი არის ღია ყველასთვის, მე ყველას ვპატიჟებ ყველა ღონისძიებაზე, რომელიც არის სახელმწიფო დონის ოპოზიციას და ხელისუფლებას. სამწუხაროდ, ოპოზიცია დღემდე თავს იკავებს აქ მოსვლისგან. ამიტომ გახდა ძნელი, რომ მე ვყოფილიყავი ინიციატორი იმ პროცესის, რომელიც დაწყებულია ჩვენი უცხო პარტნიორების მიერ. ვწუხვარ ამის გამო, რადგან მე მგონი, ეს არის გაგრძელება იმ ძველი ნეოკოლონიალური მიდგომების.

სჯობს, ჩვენ თვითონ გადავწყვიტოთ, ვიდრე ყველაფერში გვჭირდებოდეს უცხოელების ჩართვა და ჩართულობა. მაგრამ თუ ისინი მიაღწევენ, ამასაც მივესალმები. რადგან დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ შედეგს მივაღწიოთ და არა, ვინ მიაღწევს შედეგს. აქ პირადი რაღაც ამპარტავნების საკითხი არ უნდა არსებობდეს და სადაც შედეგი იქნება, იქ იყოს შედეგი. მაგრამ ეს პლატფორმა არსებობს, იარსებებს და შეიძლება, კიდევ დაგვჭირდეს სხვადასხვა მიმართულებით", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42