როგორც ჩანს წულუკიანი ამ გზით პრობლემის განეიტრალებას ცდილობს. ჟურნალისტები დღეს ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, საახალწლო კონცერტზე დაპატიჟეს. სახალხო დამცველი კი ციხეებში არსებულ არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს.
„დღევანდელი ანგარიში არის დაბალანსებული, არის ერთეული შემთხვევები, როცა არაეთიკურად მოეპყრო რომელიმე ინსპექტორი თანამშრომელს, მაგრამ ამის გამოსწორებაზე ჩვენ ვმუშაობთ. მამაკაცთან დაწესებულებებში გვაქვს შემთხვევები, როდესაც მსჯავრდებულებს შორის არის ჩხუბი. მთავარი პრობლემა არის სამედიცინო რიგები“, - ასმბობს იუსტიციის მინისტრი.
თეა წულუკიანმა ე.წ. ტროლების სკანდალის შესახებ დასმულ კითხვებსაც უპასუხა და განაცხადა, რომ საქმესთან დაკავშირებით არანაირი გამოძიება არ დაიწყება.
„არ იგეგმება გამოძიების დაწყება, იგივე ანალოგიით მაშინ უნდა დაისაჯოს ნებისმიერი მოქალაქე, პოლიტიკოსის სახელს ამოფარებული. გამოძიება, რომელიც გამოხატვის თავისუფლების გამო განკითხვას დაემსგავსება, ჩვენთან არ მოხდება“, - ამბობს წულუკიანი.
მასალის გამოყენების პირობები






