რომის პაპმა ფრანცისკემ საქართველოს პატრიარქი, ილია მეორე ვატიკანში მიიწვია.
მიწვევის წერილს საპატრიარქო ავრცელებს.
წერილიდან ირკვევა, რომ ილია მეორეს ვატიკანში ვიზიტიდან 40 წლის თავთან დაკავშირებით ეპატიჟებიან. ამ მოვლენის აღსანიშნავად ვატიკანში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება.
"2020 წელს 40 წელი უსრულდება თქვენს ისტორიულ ვიზიტს ვატიკანში. ამ მოვლენის აღსანიშნავად სათანადო ღონისძიებებია დაგეგმილი, მათ შორის, მაღალი დონის მუსიკალური პროექტები, რომელშიც გვსურს მონაწილეობა მიიღოს საქართველოს საპატრიარქოს მგალობელთა გუნდმა და “სიქსტეს” საპაპო სამუსიკო კაპელამ. შესანიშნავი იქნებოდა, თუ ამ ღონისძიებებს დაესწრებიდა თქვენი უწმინდესობა, რომლის სულისშემძვრელი საეკლესიო მუსიკალური ქმნილებებიც ღირსია აღიარებისა და დაფასებისა", — ნათქვამია რომის პაპის წერილში
მასალის გამოყენების პირობები






