სიგარეტი ძვირდება - იმპორტიორები ფასების მატებას კიდევ პროგნოზირებენ
პოლიტიკა - 18:50, 24 Dec, 2019     1552
თამბაქოს იმპორტიორები სიგარეტის ფასების ზრდას აანონსებენ და ამბობენ, რომ მომხმარებლებს 20 დან 40 თეთრამდე გაზრდილი თანხის გადახდა მოუწევთ.
ისინი აცხადებენ, რ რომ ფასების ზრდა ხელისუფლების ჩამოუყალიბებელ საგადასახადო პოლიტიკას უკავშირდება, რომელმაც რამდენჯერმე გაზარდა აქციზის მოცულობა.
"მთავარი მიზეზი არის აქციზის რადიკალური ზრდა, რასაც ადგილი ჰქონდა იანვრის თვეში. 52%-ით გაიზარდა აქციზი და ეს გამოწვეულია იმ დაუგეგმავი სააქციზო პოლიტიკიდან გამომდინარე და სწორედ ამიტომ ვამბობჰთ, რომ სააქციზო პოლიტიკა აუცილებელია"- აცხადებს იმპორტიორი.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ თამბაქოს გაძვირება ხელისუფლების ინტერესებშია, რადგან მათ მწეველების ხარჯზე ბიუჯეტის შევსება სურთ. ევროპულ საქართველოსა და ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ როცა ხელისუფლებას ბიუჯეტში დამატებითი თანხების მობილიზება სურთ, ისინი აუცილებლად მიმართავენ გადასახადების გაზრდის მეთოდს .
"ხელისუფლება ერთის მხრივ თითქოს ზრუნავს ადამიანების ჯანმრთელობაზე და მეორეს მხრივ აკეთებს თანხების მობილიოზებას, რომ ასეულობით მილიონი შევიდეს ბიუჯეტში და მეტი კომფორტი მოიწყონ" - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის წევრი ზურაბ მელიქიშვილი.
"ევროპული საქართველოს" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ 2016 წლიდან მოყოლებული ბიუჯეტის ზრდა ხდება როგორც ვალების აღებით, ასევე აქციზის მომატებით.
"2016 წლიდან მოყოლებული ბიუჯეტის ზრდა ხდება არამარტო ვალების აღებით, არამედ აქციზის მომატებით. ყველა ჯერზე, როცა მთავრობას ბიუჯეტის შევსება უნდა ასე ხდება და არავის იცის რაში იხარჯება ეს ფული, ყველა შემთხვევაში მთავრობა მიმართავს გადასახადების ზრდას" - აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42