ნიკა მელიასათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდა
პოლიტიკა - 18:16, 24 Dec, 2019     913
2019 წლის 23 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლოში ნიკა მელიას კონსტიტუციური სარჩელი შევიდა, რომლითაც გასაჩივრდა ამავე წლის 12 დეკემბრის დადგენილება მისთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე.


მელიას ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში მის ადვოკატთან, ერთად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტები დაიცავენ.

საქართველოს პარლამენტმა ნიკა მელიას ვადაზე ადრე დეპუტატის უფლებამოსილება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 დეკემბრის განაჩენის საფუძველზე შეუწყვიტა. აღნიშნული განაჩენით, პირველი ინსტანციის სასამართლომ ნიკა მელია დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისათვის (სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი პუნქტი). ამ განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი გაეგზავნა საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, რაც დაედო საფუძვლად ნიკა მელიასათვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას.

პარლამენტმა ნიკა მელიასათვის უფლებამოსილების შეწყვეტის არგუმენტად მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც, „პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი: კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ.“ საიას მიაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტმა არასწორად განმარტა კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა. იმ პირობებში, როდესაც არსებობს თბილისის სააპელაციო ან უზენაესის სასამართლოს მიერ ნიკა მელიას მიმართ გამოტანილი განაჩენის გაუქმების და ნიკა მელიას გამართლების შესაძლებლობა, საქართველოს პარლამენტს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი არ უნდა მიეჩნია კანონიერ ძალაში შესულად. საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილების პირობებში, იმ შემთხვევაში, თუ ნიკა მელიას უდანაშაულოდ სცნობს სააპელაციო ან უზენაესმა სასამართლო, მას ვეღარ აღუდგება დეპუტატის უფლებამოსილება. ამით აზრი ეკარგება თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებას. იმავდროულად, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები რჩება აღუსრულებელი: ნიკა მელია გათავისუფლდება მხოლოდ სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმის გადახდისაგან, დეპუტატის უფლებამოსილება მას სააპელაციო ან უზენაესი სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის დადგენის შემთხვევაშიც არ აღუდგება.

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულია უფლება სამართლიან სასამართლოზე. ეს უფლება გულისხმობს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობას. პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება უხეშად არღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლების ამ ორ ძირითად პრინციპს, ვინაიდან აზრს უკარგავს გამამტყუნებელი განაჩენის გასაჩივრებას, იმავდროულად, გამორიცხავს სააპელაციო ან უზენაესი სასამართლოს გამამართლებელი განაჩენების აღსრულების შესაძლებლობას. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის დადგენილება საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტთან ერთად არღვევს თანამდებობის დაკავების და სამართლიანი სასამართლოს უფლებებსაც.

საკონსტიტუციო სასამართლოს, სააპელაციო ან უზენაესი სასამართლოსაგან განსხვავებით, აქვს უფლება, ძალადაკარგულად სცნოს დეპუტატის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ პარლამენტის დადგენილება მისი ამ დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან (2019 წლის 12 დეკემბრიდან). შესაბამისად, ამ კონსტიტუციური სარჩელით მოსარჩელე პარლამენტის აღნიშნული დადგენილების არაკონსტიტუციურად ცნობას და დეპუტატის უფლებამოსილების აღდგენას ითხოვს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42