ცენზორთა ჯგუფი, გაყალბებული რეიტინგები და მოსალოდნელი ინკასო - ხელისუფლების მორიგი შეტევა თავისუფალ მედიაზე
პოლიტიკა - 17:36, 24 Dec, 2019     1929
„ქართული ოცნების“ ფორსირებული და ღია შეტევა დამოუკიდებელ მედიაზე ყველაზე საშიშ სახეს იღებს.

არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მარეგულირებელ კომისიაში შეიქმნა ცენზორთა ჯგუფი, რომელმაც მედია უნდა გააკრიტიკოს და ჩარჩოები დაუწესოს „ურჩ“ მედიასაშუალებებს.

გარდა ამისა, გუშინ ფინანსთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა. უწყება ტელევიზიებს, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დაგროვილი აქვთ მიმდინარე დავალიანება, კიდევ ერთხელ აფრთხილებს და რამდენიმე დღიან ვადას აძლევს, რათა 2019 წლის 1 ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხა დაფარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ინკასოთი იმუქრება.

სახელისუფლებო შტურმში თავისი სკანდალური განცხადებით დღეს ჩაერთო პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის თქმით, სატელევიზიო სივრცეში დეზინფორმაციის წინააღმდეგ პარლამენტში ინიცირებული აქვთ კანონპროექტების პაკეტი. მართალია, კობახიძეს ბევრი დეტალი არ გაუმხელია, თუმცა მედიაექსპერტებს „ეს ფილმი არაერთხელ ნანახი აქვთ“, და ამბობენ, რომ ხელისუფლების მიზანია 2020 წლის არჩევნებამდე ყველა მედიასაშუალება ერთ ხმაზე აამღეროს. ურჩები კი ფინანსური წნეხითა თუ სხვა მეთოდებით გააჩუმოს.

ივანიშვილის ხელისუფლების სამიზნე რომ კრიტიკული მედიაა, ჩანს ერთი მარტივი მაგალითითაც: გაირკვა, რომ ტელეკომპანია „იმედს“, GDS-ს და „მაესტროს“ ინკასო არ ემუქრებათ, - ამის შესახებ bm.ge-ის შპს ტელეკომპანია "იმედის“ იურისტმა ნინუცა პავლიაშვილმა განუცხადა. არადა ტელევიზიებს "იმედს", "მაესტროს" და "რუსთავი 2-ს" სახელმწიფოს წინაშე 55 მილიონზე მეტი მართებთ.

სატელევიზიო ბაზარზე არსებულ ვითარებას ემატება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც რეიტინგების დათვლას ეხება. ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორს ნიკა გვარამიას Kantar Media-სთან დაკავშირებით კითხვები აქვს და ამბობს, რომ მას შემდეგ რაც ტვ იმედის საკუთრებაში მყოფმა აღნიშნულმა კომპანიამ ხელისუფლების ხელშეწყობით AGB Nielsen-ი ჩაანაცვლა, თუ არ მოხდება Kantar Media-ს უფლებამოსილების სისტემის საჯარო განხილვაზე გამოტანა და არ იქნება გათვალისწინებული ყველა ბარიერი გაყალბების შესაძლებლობის გასანეიტრალებად, ის უარს აცხადებს Kantar Media-სთან თანამშრომლობაზე და მსგავსი გადაწყვეტილებისკენ მოუწოდებს ყველა ტელევიზიას და სარეკლამო სააგენტოს.

„ესაა კანტარის, იმედის მთვლელის, რეიტინგი. ტოტალურად ყალბი, რა თქმა უნდა, იმედის სასარგებლოდ.

და ამან უნდა გაზომოს მომავალი წლიდან ყველა ტვ? ვაი თქვენს პატრონს. უზომეთ ერთმანეთს“- აცხადებს გვარამია კანტარ მედიას მიერ დათვლილ რეიტინგებს აქვეყნებს, სადაც ტვ იმედი ლიდერობს:

(ღია ფერის გრაფაში მითითებული კანტას მედიას მონაცემები, ხოლო ფერად გრაფაში - თივიემარ საქართველოს მონაცემები)




სახელისუფლებო შეტევაზე საუბრობს „ტელეკომპანია პირველის“ გენერალური დირექტორი. ინგა გრიგოლია დაწესებული ცენზორის, მოსალოდნელი ფინანსური დარტყმისა და რეიტინგების ახალი მთვლელების უკან სწორედ ხელისუფლების ინტერესებს ხედავს.

„ხელისუფლებამ გადაწტყვიტა ერთიანი შტურმი მიიტანოს თავისუფალ მედიაზე. არასამართლიანია გარემო, რომელშიც ხელისუფლება ცდილობს ჩვენს ჩაყენებას. მაშინ, როდესაც ტელევიზიებს, რომლებიც ხელისუფლების მიმართ ლოიალურები არიან, ამდენმილიონიანი დავალიანება აქვთ, და მაშინ, როდესაც ამ მილიონების გამო ხელისუფლებას მათთვის პრობლემები არ შეუქმნია, „ტვ. პირველს“, რომელიც 5 წლის განმავლობაში იყო კეთილსინდისიერი გადამხდელი და ბიუჯეტის მიმართ სრულიად პასუხისმგებლიანი მედიასაშუალება, დღეს ინკასოთი ემუქრებიან თანხის გამო, რომელიც ძალიან მცირე, მინიმალური იმ მილიონებთან შედარებით. მილიონებს არ სთხოვენ იმ ტელევიზიას, სადაც მიდის მმართველი პარტიის გენერალური მდივანი და იქ მწვავე კითხვის დასმასაც ვერ უბედავენ მას. სამაგიეროდ, ინკასოთი გვემუქრებიან იმ ტელევიზიებს, რომლებიც ვაშუქებთ ყველაფერს თავისუფლად, მოსწონს ეს ხელისუფლებას თუ არა“- აცხადებს გრიგოლია.

მისი თქმით, მათი პრინციპული პოზიციაა, რომ ჯერ დააფარინონ მილიონობით დავალიანება იმ ტელევიზიებს, რომლებიც ხელისუფლებას დისკომფორტს არ უქმნიან.

„ჩვენ გვემუქრებიან ინკასოთი, მაშინ როცა „იმედს“ და „რუსთავი 2“-ს მილიონებს პატიობენ. გადაახდევინონ „იმედს“, „რუსთავი 2“-ს არსებული დავალიანება 5 წლის განმავლობაში. ჩვენ „ტვ. პირველი“ კი არასოდეს გამხდარა პრობლემატური ბიუჯეტთან. ამას ვანო მაჭავარიანიც ამბობდა, როგორი კეთილსინდისიერი გადამხდელები ვიყავით“- აღნიშნა ტელევიზიის გენერალური დირექტორი და კიდევ ერთხელ დასძენს: „თავისუფალი მედია ყელში ეჩხირებათ, 2020 მოადგათ კარს“.

„შეიძლება დუბინკებით არ შემოვარდნენ, მაგრამ ცენზურის კანონს შეგიქმნიან, ცენზორეთა წარმომადგენელთა ჯგუგს შექმნიან. აი, ამ ფორმებით ცდილობდნენ ხელში ჩაიგდონ მედია. რეიტინგების მთვლელებთან დაკავშირებული რეალობაც არ გამოგვრჩეს, რომელიც უკვე იანვრიდან ამოქმედდება. ყველაფერი ერთ ხელში ექცევა - რეიტინგებს დაწერს ის, ვინც გაყიდის რეკლამას, ვინც ცენზურას დაგვიწესებს, ვინც ინკასოებს დაგვადებს, ვინც სხვებს დავალენებებს აპატიებს მაგრამ ჩვენს თვალში ბეწვიც კი გააღიზიანებს. ჩემი რჩევა იქნება, საომარ მოქმედებებზე ნუ გადაიყვანენ მედიას“ - დასძინა ინგა გრიგოლიამ.

უსამართლო გადაწყვეტილება და არათანაბარი გარემო - ასე აფასებს ხელისუფლების გადაწყვეტილებას ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი.

ნინო ჯანგირაშვილი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი რესტურქტურიზაცია მოხდება და მსხვილ ტელეკომპანიებს ვალებს ჩამოაწერენ, მცირე ზომის მედიასაშუალებები არათანაბარ პირობებში აღმოჩნდებიან.

„მე ამას გავასაჩივრებ ყველგან, ყირაზე დავდგები, იმიტომ რა გამოდის, ჩვენ იდიოტები ვართ, ვინც ვიხდით, ეს რა კონკურენტული ვითარებაა? გამოდის, რომ იქნება სულ ლიდერი ხომ? ლიდერი არხები არ უნდა იხდიდნენ გადასახადს? ეს რა სამართლიანობაა? ივანიშვილის არის სამივე არხი, მაესტრო, იმედი და რუსთავი 2. ადგეს ივანიშვილმა და სასწრაფოდ შეიტანოს ბიუჯეტში იუს 56 მილიონი, რაც ჯამში გამოდის. არანაირი რესტრუქტურიზაცია, ხომ უნდოდა „რუსთავი 2“? „იმედი“, „მაესტრო“ ხომ არის მისი? ბიძინა ივანიშვილმა გადაიხადოს ბიუჯეტში, მისი ტელევიზიების მიერ დაგროვილი 56 მილიონი ლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მე პირადად წამოვიწყებ უდიდეს სკანდალს ამ ქვეყანაში“ - განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.

ცნობისთვის, ტელეკომპანიებს ბიუჯეტის დავალიანების დასაფარად ერთი დღე დარჩათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42