მაღალჩინოსნები ყვარელში სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორის ალექსანდრე მოწერელიას მიწვევით რეგიონის ქალაქების მერებთან და სხვა საჯარო მოხელეებთან ერთად იმყოფებოდნენ.
ჩინოსნების გაშველებაში ცხოროწყუს, წალენჯიხის და ფოთის მერები ჩაერთვნენ.
ტელეკომპანიის ცნობით, გენინსპექცია მომხადრის დეტალებს სწავლობს, ხოლო ქორია თანამდებობიდან სწორედ ინციდენტის გამო გაათავისუფლეს.
თავად შატოში ინფორმაციას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. სენაკის, ჩხოროწყუს და წალენჯიხის მერები ადასტურებენ, რომ წვეულებაზე იმყოფებოდნენ, თუმცა დაპირისპირების ფაქტს - არა.
"ტვ პირველის" ინფორმაციით ამ ფაქტთან დაკავშირებით სამეგრელო - ზემოსვანეთის გუბერნატორი შესაძლოა მთვარობის ადმინისტრაციაში დაიბარონ, ინციდენტის სხვა მონაწილეები კი სუს-ში.
"ნიუპოსტი" სამეგრელო - ზემოსვანეთის გუბერნატორის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც მედიით გავრცელებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყვეს.
"არავითარ ინცინდენტს ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად არავის გამოუძახებია საპატრულო პოლიცია და ამის გადამოწმება მარტივად 122-შია შესაძლებელი" - აღნიშნა პირესსამსახურის ხელმძღვანელმა პაატა ლაგვილავამ, რომელმაც ასევე გამორიცხა ნფორმაცია ალექსანდრე მოწერელიას თბილისში, კანცელარიაში დაბარების ფაქტიც.
მასალის გამოყენების პირობები






