კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია მედიის კრიტიკას იწყებს. ვინ გააკრიტიკებს მედიას და რამდენად მიუკერძოებლები არიან ის ადამიანები, რომლებიც mediacritic.ge-ს წარმოადგენენ.
GNCC-ის განცხადებით, მისი მიზანი "ინფორმაციის კრიტიკული აღქმისა და საბოლოო ჯამში, გააზრებული და ინფორმირებული არჩევანის ხელშეწყობაა".
საგულისხმოა, რომ მედიის მთავარი კრიტიკოსები ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი მედიამენეჯერები არიან.
მაგალითად, ჩამონათვალშია ია ანთაძე, რომელიც რამდენიმე წლის წინ, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კუთვნილ ტელევიზიაში GDS-ში მუშაობდა. ის ამჟამად საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელია. მედიის კრიტიკას ოფიციალურად იწყებს შორენა შავერდაშვილი (ლიბერალის ყოფილი მფლობელი), ბასა ჯანიკაშვილი (საზოგადოებრივი მაუწყებელი), ზვიად ავალიანი (POSTV), რეზო საყევარიშვილი (იმედის ყოფილი გენერალური დირექტორი), ზაზა ფირალიშვილი (ფილოსოფოსი) და თავად კახა ბექაური, მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე.
GNCC-ის განცხადებაში წერია, რომ "Mediacritic.ge იქნება გზამკვლევი საზოგადოებას და მედიას შორის, იმავდროულად ონლაინ პლატფორმა ხელს შეუწყობს ჟურნალისტებისა და პროდიუსერების პროფესიულ განვითარებას.
"მედიაკრიტიკის მიმართულების განვითარების მიზნით, მედია აკადემიამ პროფესიონალ ჟურნალისტებთან და მედიის ექსპერტებთან ერთად, შეიმუშავა საკუთარი მედია პლატფორმა, სარედაქციო კოდექსი, რომელსაც დაეფუძნება მედიააკადემიაში მიმდინარე სასწავლო-აკადემიური პროცესიც"- წერია განცხადებაში.
GNCC-ის ცნობით, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში ონლაინ და სოციალური მედია ხშირად ინფორმაციულ ქაოსს ქმნის, ყოველდღიურად ვრცელდება სხვადასხვა შინაარსის ფეიკ-ნიუსები, საზოგადოებას სჭირდება მაღალი სტანდარტის მედიაკრიტიკა, რომელიც შექმნის ინფორმაციის პროფესიულ და კვალიფიციურ ფილტრს.
და ვინაიდან, მათი თქმით, მსგავსი პლატფორმა მედიაში არ არსებობს, კრიტიკოსის ფუნქციას სწორედ GNCC შეითავსებს"- აღნისნულია განცხადებაში.
ცნობისათვის, საქათველოში უკვე არსებობს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ დაფუძნებული მედიაკრიტიკის პლატფორმა Mediachecker.ge, რომელიც მრავალი წელია სატელევიზიო, ონლაინ და ბეჭდურ მედიაში განთავსებული ინფორმაციების ანალიზითაა დაკავებული.
დამოუკიდებელი ექსპერტები ეჭვობენ, რომ ხელსიუფლება საარჩევნოდ ოცნების მიმართ ოიალურად განწყოფილი ადამიანების მობილიზებას ახდენს, ამიტომ ამ გაერთიანების ობიექტურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ.
მასალის გამოყენების პირობები






