სახ. დეპარტამენტის კრიტიკა "ოცნებას" - კობახიძე ამტკიცებს, რომ გზავნილი აშშ-დან პოზიტიურია და "ოპოზიცია დოკუმენტს ამახინჯებს"
პოლიტიკა - 12:40, 24 Dec, 2019     724
"ქართულ ოცნებაში" აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკას და დაჟინებულ მოწოდებებს სხვანაირად კითხულობენ.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირწმუნება, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება პოზიტიური და ხელისუფლების მიმართ მხარდამჭრერია.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ამერიკელი მეგობრების, ამ შემთხვევაში, სახელმწიფო დეპარტამენტის, რომელიც არის მთავარი უწყება ამ მიმართულებით, მხარდამჭერი განცხადება. აქ არის გამოკვეთილი ორი ძირითადი საკითხი - ეს არის სასამართლო რეფორმა, რაზეც ვმუშაობდით საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მათ შორის პირველ რიგში ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, მეოთხე ტალღის რეფორმა, რომელიც განხორციელდა, არის პირველ რიგში გამოტანილი ამ განცხადებაში. ასევე, ჩვენი ამერიკელი მეგობრები მიესალმებიან იმ დიალოგს, რომელშიც შევედით საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ეს მხარდამჭერი განცხადება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა საქართველოში სწორად განვითარდეს მომავალი წლის განმავლობაში პოლიტიკური პროცესები. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ მეგობრობას და პარტნიორობას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და პირველ რიგში, იცით, რომ აშშ არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი. აქედან გამომდინარე, მათ მათ მაღალ შეფასებას ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს"- თქვა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ "ეს არის ამერიკის მაღალი შეფასება საქართველოს მისამართით".

რაც შეეხება განცხადების მეორე ნაწილს, სადაც სახელმწიფო დეპარტამენტი პოლიტიკურ სასამართლოზე და პროკურატურაზე საუბრობს, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიცია დოკუმენტს განგებ ამახინჯებს.

"არამარტო სხვადასხვაგვარად გაიგეს, არამედ სხვადასხვანაირად თარგმნეს ეს განცხადება. ეს მიანიშნებს, იმაზე, რომ ადგილი აქვს აშკარა მიკერძოებას. ეს განცხადება მარტივად ითარგმნება და მარტივად განმარტება: აქ არის საუბარი - ერთი აბზაცია სულ და სიტყვებს ამატებენ ან აკლებენ. ძალიან მარტივია: ორი ძირითადი საკითხია გამოყოფილი, სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა, თქვენ ხედავთ რომ ამაზეა აქცენტი გაკეთებული. როცა ვამბობდი, რომ არასწორად ითარგმნება, სწორედ ეს არის არასწორი თარგმანი, როცა პოლიტიკურ პროკურატურაზე და არც სასამართლოზე აქ საუბარი არ არის. საუბარია იმაზე რომ საქართველომ ძალისხმევა უნდა გააძლიეროს იმისთვის, რომ არ იყოს მიკერძოება უზრუნველყოფილი სასამართლოსი და პროკურატურის"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, განცხადებაში "დაჟინებითი მოწოდება" არსად ჩანს:

"სიტყვა-სიტყვით გითხარით რაც წერია. აშშ მოუწოდებს საქართველოს გააძლიეროს... ესეც არასწორად თარგმნეს გააძლიეროს წერია ტერმინი რომ არ იყოს მიკერძოებული სასამართლო და პროკურატურა. არც იმაზეა საუბარი, რომ დღეს არის მიკერძოებული. არც დაჟინებაზეა საუბარი. ზუსტად ვიცი, რომ ჩვენს ოპონენტებს შეუძლიათ ამ დოკუმენტის სწორად წაკითხვა, უბრალოდ წარმოაჩენენ განსხვავებულად. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს განცხადება არის მხარდამჭერი.

რაც შეეხება სასამართლოს და პროკურატურის მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერებას, ამაზე ჩვენ მთელი ეს პერიოდია ვსაუბრობთ და ამისთვის განხორციელდა მათ შორის, სასამართლოს რეფორმის მეოთხე ტალღა. მოწოდება, რომ სასამართლოს და პროკურატურის შემდგომი დამოუკიდებლობისთვის ძალისხმევა გაძლიერდეს, კრიტიკა არ არის"- თქვა მან.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42