მოძრაობა #სირცხვილია -ს აქტივისტებმა, ქართული ოცნების ოფისთან სამგლოვიარო პროცესია მოაწყვეს.
"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან სამოქალაქო აქტივისტები სამგლოვიარო მუსიკითა და გვირგვინით მივიდნენ.
აქციის მონაწილეებს როსტომ მეფის სასახლესთან მიტანილი ჰქონდათ, გვირგვინი, რომელსაც "Gauqmebulia, Gauqmebulia" აწერია.
"დღეს ქართულ ოცნებას აქვს გლოვის დღე, რადგან მთავარმა პროპაგანდისტულმა იარაღმა, ტროლების ქარხანამ მუშაობა დაასრულა და გაუქმდა ასობით ანტიდასავლური ნარატივისა და ცრუ ინფორმაციის გამავრცელებელი სახელისუფლებო გვერდები, რომელთა რეკლამირებაზეც 316 000$-ზე მეტი დაიხარჯა" - ამბობს აქტივისტი.
სამოქალაქო აქტივისტები ყალბი ამბების გავრცელებას და ტირაჟირებას აპროტესტებენ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის უკან Facebook-მა 300ზე მეტი გვერდი და ათეულობით ყალბი ანგარიში გააუქმა.
მასალის გამოყენების პირობები






