თიბისი ბანკმა ევროპის საინვესტიციო ბანკისგან 90 მილიონი ლარის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:15, 24 Dec, 2019     1638

თიბისი ბანკმა ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) 90 მილიონი ლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გააფორმა. ფინანსური რესურსი 5 წლის განმავლობაში, საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას მოხმარდება.

"მოხარული ვარ, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკთან ასეთი წარმატებული თანამშრომლობა შედგა. ეს პირველი პრეცედენტია, როცა EIB ადგილობრივი ვალუტით დააფინანსებს საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესს. აღნიშნული ხელშეკრულება კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ორგანიზაციებს შორის ეფექტურ თანამშრომლობას 2012 წელს დაწყებული პარტნიორული ურთიერთობის გასამყარებლად. ადგილობრივი ვალუტით ბიზნესების დაფინანსება უმნიშვნელოვანესია საქართველოს ფინანსური სექტორისთვის, ვინაიდან ადგილობრივი ვალუტაში მიღებული სესხები მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებს, მათ შორის საოჯახო ბიზნესებს, დაიცავს სავალუტო რისკის პირდაპირი ზემოქმედებისგან და ამავე დროს, ხელს შეუწყობს თიბისი ბანკის პორტფელის დედოლარიზაციას", - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

ევროპის საინვესტიციო ბანკი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მფლობელობაში არსებული და მათი ინტერესების გამტარებელი ერთადერთი ბანკია. EIB-ის საშუალებით ხელმისაწვდომია ჯანსაღი ინვესტიციების გრძელვადიანი დაფინანსება ევროკავშირის პოლიტიკის მიზნების განსახორციელებლად.

მოცულობით ყველაზე დიდი მსესხებელი და კრედიტორი, ევროპის საინვესტიციო ბანკი უზრუნველყოფს ჯანსაღი და მდგრადი საინვესტიციო პროექტების დაფინანსებას და ექსპერტულ მომსახურებას, რაც ხელს უწყობს ევროკავშირის პოლიტიკის ამოცანების შესრულებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42