საკონსტიტუციო სასამართლომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის წესზე ომბუდსმენის სარჩელი განსახილველად მიიღო
პოლიტიკა - 11:59, 24 Dec, 2019     561
საკონსტიტუციო სასამართლომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის წესზე ომბუდსმენის სარჩელი განსახილველად მიიღო - ინფორმაციას ამის შესახებ სახალხო დამცველი ავრცელებს.

"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის 20 დეკემბერს არსებითად განსახილველად მიიღო საქართველოს სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესის კონსტიტუციურობას.

კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების ფარული კენჭისყრით შერჩევის წესი, რომლის დროსაც, არ ხდება დასაკავებელ თანამდებობასთან კანდიდატის შესაბამისობის დასაბუთება.

საოქმო ჩანაწერის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლო ორი მიმართულებით შეაფასებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურას:

რამდენად არღვევს მოქმედი რეგულაცია საჯარო თანამდებობის დაკავების უფლებას

იწვევს თუ არა მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩო პირთა სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვას იმ თვალსაზრისით, რომ მათი საქმე შეიძლება განიხილოს გაუმჭვირვალე პროცედურის შედეგად შერჩეულმა მოსამართლეებმა

საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის 20 დეკემბრის განჩინებაში პირველად განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება ასევე გულისხმობს პირის უფლებას, რომ საკუთარი უფლებების დასაცავად მიმართოს კონსტიტუციური სტანდარტების შესაბამისად დაკომპლექტებულ სასამართლოს. ამავდროულად პლენუმმა დაადგინა, რომ ყველა სასამართლო გადაწყვეტილება შეიძლება დაექვემდებაროს სამომავლოდ გაუქმებას, თუ იგი არაუფლებამოსილი პირის მიერ იქნება გამოტანილი.

გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მნიშვნელოვანი სამართლებრივი განმარტება გააკეთა აღნიშნული საოქმო ჩანაწერით. მის მიხედვით, იმ კანდიდატებს, რომელთა შერჩევაც არ მოხდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, აქვთ უფლება მიმართონ საერთო სასამართლოებს ზოგადი წესის მიხედვით თავიანთი უფლებების დასაცავად. აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის პროცედურის განსაზღვრაზე საუბრობდა OSCE/ODIHR თავის სამართლებრივ დასკვნაში, მაგრამ აღნიშნულის განმსაზღვრელი პირდაპირი რეგულაცია არ გაიწერა კანონმდებლობაში.

სამწუხაროდ საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სახალხო დამცველის შუამდგომლობა, რომელშიც მოთხოვნილი იყო, საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე გასაჩივრებული ნორმების შეჩერება. მიუხედავად ამისა, საკონსტიტუციო სასამართლომ არ გამორიცხა სადავო ნორმების შეჩერების მიზანშეწონილობის საკითხის კვლავ განხილვა, მას შემდეგ, რაც 2020 წლის მარტში, უზენაესი სასამართლოს 2 წევრის თანამდებობაზე ვაკანსიის წარმოშობის გამო გამოცხადდება კანდიდატთა შერჩევის ახალი პროცედურა.

სახალხო დამცველი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს და წარუდგენს შესაბამის შუამდგომლობას ხელახლა საკონსტიტუციო სასამართლოს კონკურსის გამოცხადებისთანავე.

იმედს გამოვთქვამთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო შემჭიდროებულ ვადებში განიხილავს და გადაწყვეტს აღნიშნულ საკითხს" - აღნიშნულია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42