პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ოთო კახიძე აღნიშნავს, რომ მთავარი სტრატეგიული პარტნიორი "ქართული ოცნების" ხელისუფლებას საარჩებნო სისტემის ცვლილებაზე ოპოზიციასთან კონსულტაციებსკენ მოუწოდებს:
„ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების მთავარი ნაწილი ეხება ხელისუფლებისადმი მოწოდებას, რომ პროკურატურამ პოლიტიკური დევნა არ განაგრძოს, არ იყოს პოლიტიკურად მიკერძოებული. ის ასევე მოუწოდებს გააგრძელოს დიალოგი საარჩევნო რეფორმაზე ოპოზიციასთან. რაც შეეხება მეოთხე რეფორმის საკითხს, დიპლომატიური ეტიკეტია, რომ ერთი რაღაც პოზიტივი ჩაეწერათ. თქვენ შეგიძლიათ ამერიკის საელჩოს განცხადებაც ნახოთ, რომელიც 13 ივნისის შემდგომ გამოქვეყნდდა და როგორც ჩანს ივნისის შემდგომ არაფერი კარგი არ მომხდარა საქართველოში. მეთხე ტალღის რეფორმა მართლაც წინგადადგმული ნაბიჯია, საკანონმდებლო დონეზე, თუმცა ამის შემდგომ ჩვენ მივიღთ მოსამართლეთა სკანდალური სია, რომელიც ზარზეიმით დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა.
ამ განცხადებაში მთავარია, ხელისუფლებისადმი დაბეჯითებითი მოთხოვნა, რომ პროკურატურა არ გამოიყენოს პოლიტიკურ ინსტრუმენტად და ხაზგასმულია საარჩევნო რეფორმის აუცილებლობა. ეს არის თემები რაზეც ხელისუფლებამ უნდა იმუშავოს და გადადგეს შესაბამისი ნაბიჯები“- განაცხადა ოთო კახიძემ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რომ უზრუნველყოს პროკურატურის თავისუფლება პოლიტიკური მიკერძოებისგან. ინფორმაცია ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მორგან ორტაგუსის განცხადებაშია აღნიშნული. სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ აშშ მხარს უჭერს დაცულ, კეთილდღეობით სავსე და დემოკრატიულ საქართველოს.
"დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაამყაროს მისი ერთგულება დემოკრატიის, ინდივიდუალური თავისუფლების და კანონის უზენაესობის პრინციპებისადმი და უზრუნველყოს პროკურატურის თავისუფლება პოლიტიკური მიკერძოებისგან"- ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






