გოცირიძე სახ. დეპარტამენტის გზავნილზე: "უმკაცრესი გაფრთხილება აშშ-სგან, კარგად ხედავენ, რომ სასამართლოსა და ძალოვანი სტრუქტურები ივანიშვილის მიერაა უზურპირებული"
პოლიტიკა - 11:01, 24 Dec, 2019     871
"მორიგი უმკაცრესი გაფრთხილება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ"- ასე აფასებს "ერთინი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უმწვავეს მოწოდებას, სადაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი "ქართული ოცნებას" დაჟინებით მოუწოდებს პროკურატურა იყოს თავისუფალი პოლიტიკური მიკერძოებისგან.

"აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდენს საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს დამოუკიდებელი, მუკერძიებელი სასამართლოსა და პროკურატურის არსებობა. ჩვენი უცხოელი პარტნიორები კარგად ხედავენ, რომ ფაქტობრივად ხდება სასამართლოსა და ძალოვანი სტრუქტურების უზურპირება ივანიშვილის მიერ"- განაცხადა გოცირიძემ.

მისი თქმით, ქვეყანაში არსებული მდგომარეობა საგანგაშოა და ამ საგანგაშო მდგომარეობის ასახვაა სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

"რაც შეეხება პრეამბულას, რომ მიესალმებიან სასამართლო რეფორმას, ყველა მიესალმება ამ რეფორმას, თუმცა მისი შედეგი არის მორჩილი და მიკერძოებული სასამართლო სისტემის საბოლოოდ ჩამოყალიბება. ეს სისტემა თავიდან ბოლომდე წასაშლელია, მას არაფერი უშველის"- თქვა გოცირიძემ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რომ უზრუნველყოს პროკურატურის თავისუფლება პოლიტიკური მიკერძოებისგან. ინფორმაცია ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მორგან ორტაგუსის განცხადებაშია აღნიშნული. სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ აშშ მხარს უჭერს დაცულ, კეთილდღეობით სავსე და დემოკრატიულ საქართველოს.

"დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაამყაროს მისი ერთგულება დემოკრატიის, ინდივიდუალური თავისუფლების და კანონის უზენაესობის პრინციპებისადმი და უზრუნველყოს პროკურატურის თავისუფლება პოლიტიკური მიკერძოებისგან"- ნათქვამია განცხადებაში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42