გენადი არველაძის ხელმძღვანელობით სეულში საქართველო-კორეის რესპუბლიკის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის პირველი სხდომა გაიმართა
პოლიტიკა - 10:14, 24 Dec, 2019     520

„ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველოსა და კორეას შორის ეკონომიკური ურთიერთობები უფრო აქტიურ ეტაპზე გადადის, შექმნილია ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა - მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისია, რომლის პირველი სხდომაც სეულში ჩავატარეთ და ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების ფართო სპექტრი განვიხილეთ. ვფიქრობ, ეს არის კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ორი ქვეყნის აქტიური პარტნიორობის და სამომავლო, მჭიდრო თანამშრომლობისთვის" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ სეულში საქართველო-კორეის რესპუბლიკის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის პირველი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

კომისიის სხდომაში, რომელსაც ქართული მხრიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე, ხოლო კორეის მხრიდან - კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკონომიკურ საკითხებში, იუნ კანგ-ჰიონი უძღვებოდნენ, ორი ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების უწყებათა წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების ფართო სპექტრი - მხარეებმა ვაჭრობის, ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ენერგეტიკისა და ტურიზმის ხელშეწყობის, მცირე და საშუალო ბიზნესისა და სტარტ-აპების მხარდაჭერის, ინოვაციების და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს და შესაბამის ოქმს ხელი მოაწერეს.

საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის ხელმძღვანელობით კორეის რესპუბლიკაში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვან შეხვედრებს მართავს კორეის სამთავრობო და კერძო სტრუქტურების წარმომადგენლებთან. გენადი არველაძესთან ერთად კორეის რესპუბლიკაში იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42