ჩვენ შეგვიძლია ისეთი რეფორმების გატარება ქვეყანაში, რომელიც ყველა გაჭირვებულ ადამაიანს ხელს გაუმართავს - გიორგი ვაშაძე
პოლიტიკა - 18:09, 23 Dec, 2019     1012
ქვეყანაში არსებულ უმძიმეს კრიზისზე "ახალი საქართველოს" თავმჯდომარე საუბრობს და მმართველი ორგანოდან კონკრეტულ პასუხებს ითხოვს. როგორც გიორგი ვაშაძე აცხადებს იანვრიდან ქვეყანაში, საერთო ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყებას გეგმავს.


„ჩვენ უკვე მივაღწიეთ რამდენიმე გამარჯვებას, შევძელით და საერთო ენა გამოვნახეთ ყველა ახალგაზრდულ ჯგუფთან, რომლებიც განსაკუთრებულად აქტიურობენ. ჩვენ შევძელით და ფაქტობრივად არცერთი ადამიანი ინდიფერენტული ამ პროცესებთანან მიმართებაში არ დავტოვეთ. სადაც არუნდა მივიდეთ, მოსახლეობა ყველგან უმძიმეს კრიზისზე საუბრობს და„ქართული ოცნებისგან“ მოითხოვს კონკრეტულ პასუხებს კითხვებზე. თუ არ მივიღებთ პასუხებს, ჩვენ გვაქვს გეგმა და გაცილებით მწვავე ვიქნებით. ბევრი ფიქრობთ და მათ შორის ქართული ოცნებაც, რომ ახალი წელი მოდის და მივეცემით გართობას და ეს ყველაფერი დაცხრება. მთელი საქართველო იანვრიდან ფეხზე დადგება, ჩვენ დავიწყებთ საერთო ეროვნულ წინააღმდეგობის მოძრაობას, რომელიც მოედება ყველა ქალაქს, ყველა სოფელსა თუ ოჯახს.

ყველანი უნდა გავერთიანდეთ სამშობლოს სიყვარულისთვის და საქართველოს მომავლისთვის. ჩვენსა და მათ შორის არის ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავება: ჩვენ გვიყვარს სამშობლო და ამიტომაც ვდგავართ აქ, მათ კი მხოლოდ და მხოლოდ თანამდებობები შეუყვარდათ. ჩვენ გვჯერა საქართველოს მომავლის, ისინი კი ფიქრობენ, რომ საქართველოდან ხალხი უნდა გადაასახლონ და მხოლოდ თვითონ უნდა დარჩნენ ამ ქვეყანაში საცხოვრებლად. ჩვენ გვჯერა, რომ შეგვიძლია ისეთი რეფორმები გავატაროთ ქვეყანაში, რომელიც ყველა გაჭირვებულ ადამაიანს ხელს გაუმართავს, ისინი კი ფიქრობენ ერთადერთს, რომ ჩვენს ხარჯზე ბევრი ფული იშოვონ, ჩვენ გვიყვარს ჩვენი შვილები და მათთვის გვინდა ეს ქვეყანა, მათ კი უნდათ, რომ მათი შვილები საზღვარგარეთ წავიდნენ და ქართველი ხალხის ხარჯზე ნაშოვნი ფულებით დააფინანსონ, ეს კი უსამართლობაა. იმის გამო რომ ჩვენს მხარესაა სიმართლე, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ.მე მჯერა, რომ საქართველოს აქვს დიდი მომავალი, მე მჯერა, რომ ყველა პენსიონერს ექნება ღირსეული ადგილი ქვეყანაში, მილიონზე მეტ სამუშაო ადგილს ვიპოვით და დავასაქმებთ სამუშაოს მაძიებელ ქართველებს. მე მჯერა რომ ქართველი ახალგაზრდობა აქ შეძლებს მიიღოს განათლება და აქედან შეეხმიანება გლობალურ სამყაროს. პირობას ვდებ თქვენს წინაშე, რომ ივანიშვილს რამდენიმე თვე დარჩა და მათ მმართველობას, როგორც საშინელ წარსულს ისე გავიხსენებთ. საქართველო აღარ დაუშვებსრუსული ბნელი ძალების გამარჯვებას ჩვენს ქვეყანაში, აღარ დაუშვებს, რომ ქართველმა ქართველს ესროლოს. საქართველო და ქართველი ხალხი მშვიდობიანი, თავისუფალი და ერთიანი ძლიერი საქართველოსთვის იბრძვის”- გიორგი ვაშაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42