33 წლის ახალგაზრდა მამაკაცი ირწმუნება, რომ თაღლითური სქემის მსხვერპლია და ხაზიაური მისთვის „ფულის შეწერას გავლენიანი მფარველებისა და ციხიდან გამოსული ე.წ. ქურდული სმყაროს მიმდევრების საშუალებით ცდილობს“.
ახალგაზრდა კაცის მონაყოლის თანახმად, ყველაფერი მიმდინარე წლის ზაფხულში, აგვისტოში დაიწყო, როცა ვაჟა შუბითიძემ ავტობაზრობაზე გია ხაზიაურისგან 2 ავტომობილი შეიძინა და მისაბმელი მაცივრის ყიდვაც ჰქონდა გადაწყვეტილი.
„აგვისტოს დასაწყისში ამ ადამიანს ჩავურიცხე ფული - 40 000 ლარი, იქვე ვუთხარი, რომ დარჩენილ 7 500 ლარს ე.წ. მისაბმელი მაცივრის საფასურს, ერთ თვეში გადავუხდიდი, ისიც იმ შმთხვევაში თუ შევთანხმდებოდით. პირობა მალევე შევასრულე და თანხა სრულიად გადავუხადე. გადახდისას გია დაინტერესდა, საიდან და რამდენ პროცენტში გამოვიტანე სესხი, ვუთხარი, რომ „ლიდერ კრედიტში“ 47 000 ლარი მქონდა გადასახდელი. სიმართლე გითხრათ, მე ამ დრომდე ბანკთან არავითარი შემხებლობა არ მქონდა. გიამ შემომთავაზა გადაგვეფარა აღნიშნული ვალი და სესხის შედარებით დაბალ პროცენტში აღების პირობა მომცა - მე ახლა გამოგიტან სესხს, პროცენტს გადავიხდი მეო, რადგან მე ორი ავტომობილის საფასური სრულად მქონდა მიცემული და მესამის ნაწილს ვიხდიდი. ანუ მე მისთვის ყველა ვალი გადახდილი მქონდა დარჩენიული მქონდა მხოლოდ მაცივრის ნაწილი, ისიც თუ ფასზე შევთანხმდებოდით.
მართლაც ასე მოვიქეცით, „ლიდერ კრედიტში“ ერთი თვის პროცენტი, 2 000 ლარზე მეტი უკვე გადახდილი მქონდა. 29 000 ლარი კი ხელზე გადავეცი გია ხაზიაურს. აღმოჩნდა, რომ გია ხაზიაურმა ბანკიდან 53 000 ლარი აიღო, რაც მოგვიანებით გავარკვიე. მე მას ეს 29 000 ლარი ხელზე მივეცი და პლუს 6 000 ლარზე მეტი ჩავურიცხე. მოკლედ რომ აგიხსნათ, ჩემსა და გია ხაზიაურს შორის არსებობდა შეთანხმება, რომ მე ჩემთვის დამატებული 18 000 ლარის პროცენტსა და ძირს დავფარავდი. ასეც მოვიქეცი, როცა ხაზიაურს 2 -ჯერ მივეცი თანხა...
ანუ მე მისი ვალი სრულად გავისტუმრე. ეს მან გამომიყენა, როცა 53 000 სრულად აიღო და უზრუნველყოფის სახით ჩემი ავტომობილები ჩადო. მეტიც ჩემს მიერ მისთვის მიცემული 29 000-იც მიისაკუთრა. ჩვენ შორის უთანხმოების ერთადერთი საგანი მისაბმელი მაცივრის გამო წარმოიშვა“- განაცხადა შუბითიძემ.
ახალგაზრდა მამაკაცის თქმით, ხაზიაურმა მას ე.წ. ძველი ბიჭები მოუგზავნა, რომლებმაც უთხრეს, რომ „ამ ფლის უკან მგლები იდგნენ“.
„მე ვითხოვდი ჩემს ფულს - 29 000 ლარი ერთხელ მივეცი, მეორედ 6 000 ლარზე მეტი. სულ მას 33 000 ლარი მივეცი. ვახსენებდი მის პირობას, როცა მითხრა, რომ ამ ფულს ის აუცილებლად დამიბრუნებდა, რადგან ვალად უნდოდა. თუმცა მან პირობა დაარღვია და პრეტენზის გამოხატვისთანავე ე.წ. ქურდული გაგების ხალხი მომიგზავნა და დაიწყეს ქუჩური გარჩევა ჩემთან, რაზეც ავტომობილიდან გადავედი და ვუთხარი, რომ მე არ მაინტერესებდა მსგავსი ტონით საუბარი და ვაპირებდი სამართლებრივი დავის დაწყებას.
ე.წ. ძველი ბიჭები, ჩემგან ითხოვდნენ 18 000 ლარის გადახდას, რომელიც თავიდან გიამ დამიმატა და რომელიც მე ჩემი გირავნობით გადავიხადე. 47 000 უნდა გადამეფარა და ადამიანმა გამოიტანა 53 000 და კიდევ აქით მთხოვს ფულს.
ვიღაც ტატუებიანი ბიჭი, რომელიც ამბობდა რომ ქსნის ციხიდან გამოვიდა მეუბნებოდა: ფულს რომ შოულობ, არ იცი რომ ვინც ოთხკედელშია გამომწყვდეული, მათაც უნდა მიუტაო ორი ლუკმაო?! ხან ქურდებით მაშანტაჟებენ ხანაც პოლიციით.
იმავე დღეს, ჩემივე მობილურზე შემოვიდა გია ხაზიაურის ახლობლის ზარი, რომელიც ვაჟა-ფშაველაზე შემხვდა და მითხრა, რომ კაცები ვართ, აღელვებული იყო და ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გინდაო. მანამდე კი ვიგებ ინფორმაციას, რომ რომ გია მივიდა ავლაბარში, სადაც ავტომობილის მისაბმელი მეყენა და მოტყუებით წაიყვანა - ჩემს ახლობელს ეუბნება, რომ ფინანსური ვალდებულება მქონდა თურმე, რომელიც არ გადავიხადე და თანხის სანაცვლოდ მიჰყავდა აღნიშნული მისაბმელი. ბუნებრივია დავიწყე გარკვევა, რატომ იტყუებოდა, რატომ არ მაძლევდა კუთვნილ ფულს, რაზეც მან სიტყვიერი შურაცხყოფა მომაყენა. ვაჟა-ფშაველაზე გამართულ შეხვედრას რომ დავუბრუნდეთ, ვინმე ზაზამ, რომელიც გიას მეგობრად გამეცნო მითხრა, რომ ჩივილს აზრი არ ჰქონდა“ - უთხრა „ნიუპოსტს“ ვაჟა შუბუთიძემ.
ახალგაზრდა მამაკაცი გია ხაზიაურის მმართველ პოლიტიკურ პარტიასთან კავშირზეც საუბრობს.
„მეუბნებოდა, რომ გურჯაანში ღვინის ქარხანა აქვს. მითხრა, არჩევნებზე მეგობრულად დამირეკეს და „ქართულ ოცნებაში“ 200 000 ლარი მიმატანინესო. საჭირო კაცი ვარო. მპირდებოდა, რომ ბამბუკსა და აკაციას გამაყიდინებდა. ტვირთი წამაღებინა ერთხელ, როცა ვუთხარი, რომ საბუთები მოეგვარებინა, მითხრა რომ დარეკე და პრობლემებს მოგიგვარებო. ყველა საქონელს არ ვანბაჟებო, აბა წესიარეად რომ ვანბაჟებდე არაფერი დამრჩებაო.
გიას გავლენებზე ვინმე ზაზაც მეუბნებოდა გია ხაზიაური ხელწამოსაკრავი კაცი არ არისო, ესეც მარწმუნებდა, რომ გია ყველა ვალს დაფარავდა ბანკში. მე მას პირდაპირ ვუთხარი, რომ ბანკის ვალი მე მხოლოდ იმიტომ მეხებოდა, რომ გირავნობაში ჩავადებინე ჩემი მანქანა. ავუხსენი, რომ გიასთვის მე ყველა ვალი მიცემული მქონდა. ისიც შევთაბაზე, რომ მისაბმელს, რომელიც ხაზიაურმა მოტყუებით წაიყვანა უკან წამოვიყვანდი და თანხა დაემატებინა“- უთხრა „ნიუპოსტს“ შუბითიძემ.
33 წლის ახალგაზრდა „ნიუპოსტთან“ აცხადებს, რომ თანახმაა ეს ქონებრივი დავა სასამართლომ განიხილოს, თუმცა იქვე აცხადებს, რომ ის უნდობლობას უცხადებს გურჯაანის პოლიციას, რადგან მისი თქმით, წინა კვირას ის პოლიციაში ჩვენების მისაცემად დაიბარეს და მასზე ზეწოლის მოხდენას ცდილობდნენ.
შუბითიძის განცხადებითვე, მან სწირედ სამართალდამცავებისგან გაიგო, რომ გია ხაზიურმა ის ფულის მითვისებაში დაადანაშაულა და შესაბამისი საჩივარიც დაწერა.
ბიზნესმენი მძღოლისგან 18 000 ლარის დაბრუნებას მოითხოვს.
„გურჯაანის პოლიციაში მისული ვარკვევ, რომ წინა დღეებში ვინც მირეკავდა და მეცნობოდა, როგორც გამომძიებნელი, აღმოჩნდა ხაზიაურის მეგობარი, რომელიც თურმე უბნის ინსპეტორია. განყოფილებაში დამცინავად მეუბნებოდნენ: რა იყო ვაჭრები იურისპოდენციაშიც ერკვევითო?! მიდი, ბიჭო რასაც გეუბნებით ის დაწერეო. უნდოდა დამეწერა ჩვენებაში, რომ თითქოს მე გია ხაზიარისთვის ავტომობილების ვალი მქონდა.
მე მათ პირდაპირ ვუითხარი, რომ არ ვუარყოფდი რომ თავიდან მან 18 000 ლარი დამიმატა, მაგრამ ისიც განვუმარტე, რომ მას 40 000 მივეცი, ბანკში რომ მიმიყვანა ისიც მოვახსენე, რომ სწორედ გირავნობით გადარიცხა ბანკმა 53 000 უკან. ვუთხარი, რომ ყველა დოკუმენტის მოტანა შემეძლო და ვუთახრი კარგად გამოეძიათ. საბოლოო ჯამში, მე ჩვენებას არ მოვაწერე ხელი. სამშაბათს დამიბარეს, მზად ვარ ხვალაც გამოცხადდე და ჩემი სიმართლე დავამტკიცო. იმის მოიხედავად, რომ ხაზიაური განყოფილებიდან გამოსვლისთანავე დამემუქრა - დამირეკა და მითხრა: ზედმეტი არ მოგივიდეს, თორემ თაღლითობისთვის წახვალ ციხეშიო. თაღლითობაზე მესაუბრება ადამიანი, რომელიც მარანში უკანონოდ აწარმოებს ალკოჰოლურ სასმელებს - გაიძახის მე მაღლა ხალხი მყავსო... 15 მაღაზიას ფლობს, აქვს მარანი, სადაც საეჭვო საქმიანბას ეწევა. ფაქტია რომ ფინანსურად დამაზარალეს, ვეღარ ვმუშაობ, დაკითხვაზე მატარებენ. დამიბრუნოს ე.წ. მისაბმელი მაცივარი და დამიმატოს 15 000 ლარი ან მომცეს ჩემი 33 000 ლარი. თუ თაღლითი ვარ, წარმომიდგინონ ამის დამადასტურებელი დოკუმენტები. მე წარმოვადგენ ყველა ჩარიცხვის ქვითარს და ამონაწერს.
თქვენი გამოცემის საშუალებით, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვიმეორებ: მე მზად ვარ გადავიხადო 18 000 ლარი თავისი პროცენტით გადავიხადო. ამას გავაკეთებ იმ პირობით, თუ ჩემს კუთვნილ ავტომობილებს გირავნობა მოეხსნება, “- დასძინა შუბითიძემ.
თავის მხრივ ბიზნესმენი გია ხაზიაური სკანდალური ბრალდებების ავტორს „აფერისტს“ და „მაღალი დონის თაღლითს“ უწოდებს.
ხაზიაური „ნუპოსტთან“ ამბობს, რომ ახალგაზრდა კაცს ენდო, 53 000 ლარი გამოუტანა, მან კი ავტომობილები მოტყუებით გადაიფორმა და ზემოდან 5 000 ლარი მიითვისა.
ბიზნესმენი არ უარყოფს, რომ გურჯაანის პოლიციაში ნაცნობები ჰყავს, რასაც გამორიცხავს ეს არის ის, რომ მან საქმეში კრიმინალები ჩარია.
„ყველას თავისი ცხოვრება აქვს, მე კანონმორჩული ადამიანი ვარ, ქურდები თუ ჩავრიე, პოლიციაში რატო მივიდოდი?!“- გვითხრა გია ხაზიაურმა, რომელიც ჩვენთან საუბრისას შუბითიძეს მძიმე ბრალდებას უყენებს და მას ქურდობაში ადანაშულებს. მისი მტკიცებით ახალგაზრდა მსხვილფეხა საქონლის მოპარვისთვის იხდიდა სასჯელს.
„ეს არის წმინდაწყლის აფერისტი და თაღლითი. უნდა ეყიდა სამი ერთეული ავტომობილი, რომლებიც თაღლითურად გადაიფორმა. ჩვენ ამ ყველაფრის კანონის ძალით დაბრუნებას ვაპირებთ. მან ლომბარდში 45 000 ლარი აიღო, საიდანაც 5 000 თვითონ ჩაიდო, 40 000 მე გადმომირიცხა. სულ 70 000 უნდა მოეცა. 2 კვირის თავზე მითხრა, რომ დაბალ პროცენტში შენ მაინც ამიღე პროცენტიო. კეთილსინდისიერი ადამიანი მეგობა, ავიღე 53 000 გადავუფარე 40 000. მაგას უნდა ეხადა ძირიც და პროცენტიც და დანარჩენი ფულიც უნდა მოეტანა ჩემთვის. როცა მან არ გადაიხადა, იძუილებული გავხდი, მე გადსავიხადო. როგორც თქვენ, ისე მას არ გადაუხდია ორ დიდ მანქანაში ფული. ორი მანქანა მას ჰყავს და მესამე მანქანა, რომელიც მოტყუებით გადაიფორმა, როცა საპატრულომ სთხოვა დაყენებული ტერირიტორიიდან გაეყვანა, თვითონვე თქვა, წაიყვენეთ არაფერში მჭირდებაო. შესაბამისად ჩვენც წამოვიყვანეთ, საჯარიმოზე ხო არ გადავიყვანდით. პოლიციაში ყველაფერია დაფიქსიურებული. ჩემგან მოტყუებით 15 000 ლარი აქვს წაღებული. პლუს მანქანებია დასაბრუნებელი, მაგ ავტომობილებს რომ იყენებს მაგის თანხას ვითხოვ“ - განაცხადა ბიზნესმენმა.
გია ხაზიაური სიცრუეს უწოდებს მმართველ პარტიასთან მჭიდრო ურთიერთობას და „ოცნებისთვის“ გადარიცხულ ასობით ლარის ისტორიას.
„არავისთვის, არცერთი პარტიისთვის თანხა არ შემიწირავს. მე აპოლიტიკური ადამიანი ვარ. არცერთ პარტიას...
ალალად გპასუხობთ, მე კანონმორჩული კაცი ვარ, კრიმინალებთან კონტაქტი არ მაქვს, არც მაინტერესებს. იმათ თავიანთი ცხოვრება აქვთ, მე ჩემი. კრიმინალებთან რომ მივსულიყავი, პოლიციაში რატომ მივიდოდი?! პოლიციაში მივედი და დავწერე რომ საქმე გვაქვს პროფერიონალ თაღლით, გახრწნილ პიროვნებასთან. ის ერთხელ უკვე იჯდა ციხეში.
პოლიციაში ახლობლის შესახებ კითხვას რაც შეეხება, იქ ძალიან ბევრი ნაცნობი, ახლობელი მუშაობს პოლიციაში და ეს რას ცვლის?!... ყველაფერს თავის დროზე მიხედავენ“- აცხადებს ბიზნესმენი.
რედაქციის შენიშვნა: ვაჟა შუბითიძე ინტერვიუდან მალევე, „ნიუპოსტის“ რედაქციას ისევ დაუკავშირდა და არ გამორიცხა, რომ სკანდალური ინტერვიუს შემდეგ მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს.
„ვაცნობიერებ, რომ ძალიან სკანდალური განცხადება გავაკეთე, ვშიშობ, რომ ბატონმა ხაზიაურმა შურის ძიება გადაწყვიტოს და უკეთეს შემთხვევაში კანონსაწინააღმდეგო ნივთიერებები ჩამიდოს. ამ განცხადებას ვაკეთებ პრევენციის მიზნით და თუ რამე დამემართება სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებ გია ხაზიაურს“- აღნიშნა შუბითიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






