ენმ Facebook-ის ანგარიშებთან დაკავშირებით აუდიტს მიმართავს და "ფეისბუქის" ანგარიშში მითითებული პირების დაკითხვას ითხოვს
პოლიტიკა - 13:54, 23 Dec, 2019     999

ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, პარტიების დაფინანსების შესახებ კანონი როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირს უკრძალავს ისეთი დაფინანსების განხორციელებას, რომელიც აღემატება 60 000 ლარს პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ. ამის გათვალისწინებთ, ენმ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართავს, რომ შეისწავლოს Facebook-ის მიერ დაბლოკილ ქართული გვერდებისა და ანგარიშების საკითხი.


„ყველა სხვა შემთხვევაში ხდება თანხების ბიუჯეტში მიმართვა და იმ პირების დაჯარიმება, რომლებმაც კანონმდებლობის ეს მოთხოვნები დაარღვიეს. ამიტომ გვინდა, მივმართოთ აუდიტის სამსახურს, დაუყონებლივ მოხდეს გამოძიება. დაიკითხოს ყველა ის პირი, რომელიც „ფეისბუქის“ ანგარიშებშია მითითებული. ჩვენ ვნახავთ, რომ ესენი არ არიან ცალკეული პირები, ეს არის მთელი ორგანიზიებული ჯგუფი", - ამბობს ლევან ბეჟაშვილი.


შეგახსენებთ, რომ პარასკევს, 20 დეკემბერს, "ფეისბუქმა" თავისი სივრციდან გააქრო 400-ზე მეტი ქართული ანგარიში. მათგან ყველა: 39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 Instagram-ანგარიში საქართველოს ხელისუფლებასთან აფილირებული იყო და მათი ადმინები ხელისუფლების ნარატივს, მის საერთო მესიჯბოქს ავრცელებდნენ, ამასთან, ანტიდასავლურ კამპანიას ეწეოდნენ და ოპოზიციურ ლიდერებზე სხვადასხვა ჭორებს ტირაჟირებდნენ.


ქართველ ტროლ-ბოტებზხე შეტევას "ფეისბუქმა" განცხადება მოაყოლა, სადაც აღნიშნა, რომ ამ ანგარიშების "საქმიანობა" სპეციალური გამოძიებით დაადგინა და გაარკვია, რომ "ეს კამპანია "ქართული ოცნების" ხელისუფლებას უკავშირდება".


ასეთ მასშტაბურ შეტევებს "ფეისბუქის" ადმინისტრაცია ძალიან იშვიათ შემთხვევებში ახორციელებს. დაახლოებით ამ მასშტაბის იყო წმენდა, რომელიც "ფეისბუქმა" რუსეთსა და ჩინეთში ჩაატარა და ეს წმენდა პირდაპირ ხელისუფლებას დაუკავშირა. ამიერიდან საქართველოც სწორედ იმ ქვეყნების სიაშია, სადაც ხელისუფლება ყალბ გვერდებსა და პროფილებს ქმნის ან/და აფინანსებს: ორგანიზაციის ცნობით, ფეისბუქსა და ინსტაგრამზე ამ გვერდებსა და პროფილებს ჯამში 316 000-ზე მეტი ამერიკული დოლარი აქვთ დახარჯული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42