აშშ-ში მყოფი ქართველი სამხედრო ქირურგი, სპეციალურად ცოტნე გამსახურდიას დასახმარებლად, თბილისში ჩამოფრინდა
პოლიტიკა - 13:46, 23 Dec, 2019     2521

ზურაბ გურული - აშშ-ში მყოფი ქართველი სამხედრო ქირურგი, რომელიც, ამავდროულად, საინტერესო მწერალი და მთარგმნელიცაა (ახლახან გამოიცა მისი წიგნი "სპილო წყვდიადში", რომლის მთავარი პერსონაჟები ექიმები არიან), სპეციალურად ცოტნე გამსახურდიას დასახმარებლად აშშ-დან თბილისში ჩაფრინდა.



ამის შესახებ სოციალურ ქსელში ამერიკაში მყოფი ქართველი ემიგრანტები წერენ და ზურაბ გურულს მადლობას უხდიან.


ზურაბ გურული აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური ანესთეზიოლოგიის პროფესორი, ქართულ ამერიკული სამედიცინო ასოციაციის პრეზიდენტია.


ცნობილი ემიგრანტი თამაზ ალვანელი (თამაზ ბაჩულაშვილი) წერს:


"უდიდესი მადლობა ამერიკაში მოღვაწე ქართველ ექიმს (ქირურგს), მწერალს, პოეტს, მთარგმნელს და საზოგადო მოღვაწეს, ჩვენს ძმას და მეგობარს ზურაბ გურულს... ახლაღა გავიგე, რომ იგი სპეციალურად ცოტნეს დასახმარებლად ჩაფრინდა აშშ-დან საქართველოში.



მე ეჭვი არ მეპარება ქართველ ექიმთა ცოდნაში და რეპუტაციაში რომლებიც ახლა ცოტნეს დასტრიალებენ თავს და მაქსიმალურს აკეთებენ მის გადასარჩენად... ზურა გურული სულ სხვა იმედია და როგორც სამხედრო ექიმი, უდიდესი გამოცდილება აქვს მსგავს პაციენტებთან მუშაობის - მისი რჩევები და გამოცდილება ამ კონკრეტულ შემთხვევაში დიდად დაეხმარებათ როგორც ექიმებს სწორი მკურნალობისთვის, ასევე ცოტნეს მალე წამოდგეს იგი ფეხზე".


შე3გახსენებთ, ცოტნე გამსახურდია მძიმედ დაჭრეს გალის ქუჩაძე, საკუთარ სახლთან ახლოს. მომხდარიდან მეორე დღეს შსს-მ 5 პირი დააკავა, მათგან ორი - დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით. ცოტნე გამსახურდიას ურთულესი ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც ნეიროქირურგმა განაცხადა, რომ ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა სტაბიულურად მძიმეა. ის ამ დრომდე მართვად სუნთქვაზე იმყოფება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42