საქართველოს პარლამენტი საკანონმდებლო აქტებს მხოლოდ რუსულ ენაზე თარგმნის
პოლიტიკა - 13:03, 23 Dec, 2019     1836
2006 წელს დამტკიცებული პარლამენტის დებულების თანახმად, საკანონმდებლო აქტები პარლამენტის მიერ მხოლოდ რუსულ ენაზე ითარგმნება. 2006 წლიდან დღემდე დებულებაში ცვლილებები რამდენჯერმე შევიდა, მათგან ბოლო ცვლილება 2019 წელს მოხდა, მაგრამ რუსულად თარგმანის კუთხით არაფერი შეცვლილა: 21-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, პარლამენტს კანონების თარგმნა ისევ მხოლოდ რუსულ ენაზე ევალება.


საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე განმარტავს, რომ კანონმდებლობის რუსულ ენაზე თარგმნის მიზანია, საქართველოს რეფორმები უფრო ხელმისაწვდომი გახადოს რეგიონის ქვეყნებისთვის. “რუსულად კანონმდებლობის თარგმანი ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი რეგიონის ქვეყნებისთვის ძალიან საინტერესოა ის რეფორმები, რომელიც ჩვენთან ხორციელდება და რუსულ ენაზე მათთვის უფრო ხელმისაწვდომია კანონმდებლობა, რომელიც ჩვენს რეფორმებს საფუძვლად ედება. განსაკუთრებით საუბარი მაქვს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე (აზერბაიჯანი, ბელარუსის რესპუბლიკა, მოლდოვა, სომხეთი და უკრაინა), ასევე, ყაზახეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებზე, საიდანაც ძალიან ხშირად გვაქვს სასწავლო ვიზიტები და ისინი ინტერესდებიან კანონმდებლობით, რომლის საფუძველზეც წარმატებული რეფორმები ხორციელდება”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” გივი მიქანაძემ.
გივი მიქანაძის თქმით, პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტი კანონმდებლობას ინგლისურ ენაზე არ თარგმნის იმიტომ, რომ ამას საკანონმდებლო მაცნე აკეთებს. “საკანონმდებლო მაცნე ახორციელებს ამ კანონმდებოლობის ინგლისურად თარგმნას, ამიტომ დამატებითი რესურსების ხარჯვის საჭიროება აქ არ არის. სხვა შემთხვევაში აუცილებლად პირველ რიგში ინგლისურად ითარგმnებოდა”, – განაცხადა მიქანაძემ და დასძინა, რომ ამ ეტაპზე კანონმდებლობის თარგმანთან დაკავშირებით არავითარი ცვლილებები არ იგეგმება.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42